წინ დორტმუნდისკენ, წინ ევროპისკენ! - სტუ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებსა და სრულიად საქართველოს გადამწყვეტ გამარჯვებას ულოცავს

27-03-2024
წინ დორტმუნდისკენ, წინ ევროპისკენ! - სტუ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებსა და სრულიად საქართველოს გადამწყვეტ გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს და ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს „ევრო 2024“-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში გადამწყვეტ გამარჯვებას ულოცავს.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ჩვენი ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გერმანიაში, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს!

დღეს როგორც არასდროს, საქართველო ერთ მუშტად არის შეკრული და ყოველ ჩვენგანს ასე ნანატრი გამარჯვების საერთო რწმენა გვაერთიანებს. ამ გამარჯვებამ მოგვიტანა განუზომელი სიხარული და უდიდესი მოლოდინი მორიგი ღირსეული გამარჯვებებისა. ჩვენთვის ფეხბურთი არასდროს ყოფილა მხოლოდ სპორტი, ეს იყო და არის სრულიად საქართველოს გამაერთიანებელი ძალა, რწმენა მომავლისა, რომ სულ მალე ქართული დროშის ღირსებას ისევ დაიცავენ ჩვენი ძმები აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ შრომით, სიკეთით, მშვიდობით, ერთიანობით უდიდესი, წარმოუდგენელი მიზნების მიღწევა შესაძლებელია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური წრეები და სტუდენტები ვუერთდებით უდიდეს საყოველთაო სიხარულს და ვულოცავთ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, გმირ ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, მათ ყველა მხარდამჭერს, გულშემატკივრებს და მადლობას ვუხდით ამ აღმაფრენისთვის, იმედისა და გამარჯვების რწმენისთვის.

გილოცავთ საქართველო!

წინ დორტმუნდისკენ! წინ ევროპისკენ, წინ მომავლისკენ - კიდევ მრავალი გამარჯვებით!“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა სახალხო კაპელამ და სამხატვრო ხელმძღვანელმა, ციცი ფალავანდიშვილმა ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვება უნივერსიტეტიდან მიულოცეს.

სიახლეებში დაბრუნება