მიღება

ხშირად დასმული კითხვები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დღეისათვის ფუნქციონირებს 13 ფაკულტეტი:

  • სამშენებლო ფაკულტეტი
  • ენერგეტიკის ფაკულტეტი
  • სამთო გელოგიური ფაკულტეტი
  • ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი
  • სატრანსპორტო სისიტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი
  • სატრანსპორტო სისიტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი
  • არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი
  • სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი
  • ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი
  • დიზაინის საერთაშორისო სკოლა
  • აგრარული ტექნოლოგიებისა და ბიოსისიტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი
  • ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი
  • საინჟინრო ეკონომიკის, მედაიტექნოლოგიებისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი
  • მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი

ასევე 36 საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება.

ასეთ შემთხვევაში, სტუდენტს სტუ-ში გადმოსვლა ერთი წლის შემდეგ, მობილობით შეეძლება. მობილობა ხორციელდება სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ. გარე მობილობის შემთხვევაში საჭიროა განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის პორტალზე რეგისტრაციის გავლა და შემდგომ სტუ-ში დოკუმენტაციის წარმოდგენა. შიდა მობილობას (უნივერსიტეტის შიგნით, ფაკულტეტის ცვლილება) ახორციელებს სტუ-ის სწავლების დეპარტამენტი ფაკულტეტების დეკანატების მონაწილეობით.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს მჭიდრო თანამშრომლობა ევროპის 17 ქვეყნის 68 უნივესრიტეტთან, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ განახორციელონ მობილობა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში და ამავე პროგრამის დაფინანსებით. ასეთი ქვეყნებია იტალია, ესპანეთი, გერმანია, თურქეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, შვედეთი, საბერძნეთი და სხვა. საერთაშორისო მობილობაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ყველა საფეხურის სტუდენტებმა ტექნიკური, ჰუმანიტარული, აგრარული და სოციალური პროგრამების მიმართლბებით.

კონკუსრში მონაწილეობისათვის სტუდენტს უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება და ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.

ასეთი ფაკულტეტია- დიზაინის საერთაშორისო სკოლა, სადაც სწავლა 4 წლის მანძილზე სრულად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. თუმცა გვაქვს ინგლისურენოვანი პროგრამებიც.

სტუ-ში მოსახვედრად, აბიტურიენტს სურვილისამებრ შეუძლია ჩააბაროს ნებისმიერი ამ ოთხი ენიდან : ინგლისური, გერმანული, ფრანგული ან რუსული. ერთადერთი ფაკულტეტლია დიზაინის საერთაშორისო სკოლა, სადაც მოითხოვება ინგლისურის ჩაბარება, რადგან ამ ფაკულტეტზე სწავლა ინგლისურად მიმდინარეობს.

სტუდენტთა დასაქმების მიზნით, სტუ-ის ურთიერთთანამშრომლობის მემომორანდუმები აქვს გაფორმებული წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. პირველივე კურსიდან ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება პარტნიორ კომპანიებში, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა. როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, ჩვენი სტუდენტები ხშირ შემთხვევაში კარიერას განაგრძობენ სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციებში და ხდებიან მათი შტატიანი თანამშრომლები.

სტუ-ში უცხო ენა არის სავალდებულო საგანი. სტუდენტი შესასწავლად, სურვილისამებრ ირჩევს ამ ოთხი ენიდან ერთ-ერთს: ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული.

საბაკალავრო პროგრამის ხანგრძლივობაა ოთხი წელი

სტუ-ის სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო გრანტს ვერ მიიღებს, სწავლის საფასურის გადახდას ინდივიდუალური გრაფიკით შეძლებს. ამ შემთხვევაში მან განცხადებით უნდა მიმართოს ფაკულტეტის მენეჯერს.
ასევე, სტუდენტს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ყველა იმ შეღავათით, რაც სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველთათვის, ომის ვეტერანების შვილებისათვის, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებულთათვის. .