საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

Erasmus+

საერთაშორისო მობილობა კრედიტების დაგროვებით


2015 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს ერაზმუს+ (Erasmus+) პირველი აქტივობის (ინდივიდუალური სასწავლო მობილობა) ფარგლებში - საერთაშორისო მობილობას კრედიტების დაგროვებით - International Credit Mobility (ICM).

მიმდინარე წლის 29 იანვრიდან განახლდა ყოველკვირეული საინფორმაციო შეხვედრები ონლაინრეჟიმში, რომელიც ტარდება ორშაბათობით, 11:00 საათზე - სტუდენტებისთვის და 16:00 საათზე - თანამშრომლებისთვის. 4 მარტიდან ყოველკვირეული შეხვედრები სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში, ძირითადად, პირისპირ რეჟიმში გაგრძელდება.

ონლაინკონსულტაციის შემთხვევაში, კი, კონსულტაციაზე დასასწრებად საჭიროა webex აპლიკაცია .

შეხვედრის ლინკი
Marika Zviadadze's Personal Room
https://meet70.webex.com/meet/pr25529246927

Erasmus+ Credit Mobility პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის კონკურსი ცხადდება ორ ეტაპად:

გაზაფხულის სემესტრში დაგეგმილი საერთაშორისო მობილობებისთვის კონკურსი ჩატარდება ნოემბერში, ხოლო შემოდგომის სემესტრში დაგეგმილი საერთაშორისო მობილობებისთვის - აპრილში.


გაზაფხულის სემესტრში დაგეგმილი საერთაშორისო მობილობისთვის საკონკურსო საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი - სტუდენტებისთვის და 5 ნოემბერი - თანამშრომლებისთვის, ხოლო შემოდგომის სემესტრში დაგეგმილი საერთაშორისო მობილობისთვის: 31 მარტი - სტუდენტებისთვის და 5 აპრილი - თანამშრომლებისთვის.


შენიშვნა: საბუთების წარდგენის ბოლო ვადები შეიძლება შეიცვალოს კონკრეტული კოორდინატორი უნივერსიტეტის მოთხოვნების შესაბამისად. დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების, შემოთავაზებული მობილობის ტიპებისა და ვადების შესახებ პერიოდულად გამოქვეყნდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდზე.


განიხილება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი და სათანადოდ გაფორმებული სააპლიკაციო განაცხადები, წინააღმდეგ შემთხვევაში, აპლიკანტი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.
განაცხადების მიღების ვადის დასრულებამდე კონკურსანტების საბუთები არ შემოწმდება და არ მოხდება აპლიკანტის ინფორმირება, ხოლო ვადის დასრულების შემდეგ შემოსული სააპლიკაციო განაცხადები საკონკურსოდ აღარ განიხლება.

 

ICM პროგრამა ფარავს მგზავრობის ხარჯებს მშობლიურ და მასპინძელ ქალაქებს შორის არსებული მანძილის შესაბამისად და გასცემს სტიპენდიებს.


მანძილის გამოსათვლელად იხილეთ: Travel Distance Calculator

Travel distances                           Top-up amounts

Between 10 and 99 KM:               20 EUR per participant
Between 100 and 499 KM:           180 EUR per participant
Between 500 and 1999 KM:         275 EUR per participant
Between 2000 and 2999 KM:       360 EUR per participant
Between 3000 and 3999 KM:       530 EUR per participant
Between 4000 and 7999 KM:       820 EUR per participant
8000 KM or more:                         1300 EUR per participant 

  • ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტთა საერთაშორისო მობილობა 1 ან 2 სემესტრით. უცხოეთში გატარებული სასწავლო პერიოდი უნდა შეესაბამებოდეს სტუდენტის სასწავლო პროგრამას გამგზავნ უნივერსიტეტში.

ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნის შესაბამისად, საშუალოდ: 

დანია, ირლანდია, საფრანგეთი, იტალია, ავსტრია, ფინეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, ლიხტენშტეინი, ნორვეგია

900 ევრო

ავსტრია, ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, ესპანეთი, კვიპროსი, ნიდერლანდები, მალტა, პორტუგალია

850 ევრო

ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, უნგრეტი, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, მაკედონია, თურქეთი

800 ევრო

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ

  • აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხებიან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაბამის საფეხურზე 

მობილობის განხორციელება დასაშვებია:

  • ბაკალავრიატის სწავლების საფეხურზე,  მეოთხე-მეშვიდე სემესტრებში
  • მაგისტრატურის სწავლების საფეხურზე, მეორე-მესამე სემესტრებში;
  • დოქტორანტურის სწავლების საფეხურზე, მეორე-მეხუთე სემესტრებში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:

  • Erasmus+ პროგრამით საერთაშორისო მობილობისას ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ Erasmus+ გრანტი იმავე საფეხურზე და მათი მობილობის პერიოდი დაგეგმილი მობილობის ჩათვლით აღემატება 12 თვეს; 
  • სტუდენტს, რომელმაც უკვე მონაწილეობა მიიღო მობილობაში და არ შეასრულა შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ან/და დადგენილი წესით არ/ვერ წარმოადგინა მიმღებ უნივერსიტეტში მიღებული კრედიტების სტუ-ში შესაბამის ფაკულტეტზე აღიარების დოკუმენტი;
  • აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტებს;

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ:

  • კონკურსანტს, რომელიც არის სოციალურად დაუცველი, სპეციალური საჭიროებების მქონე, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი (ე.წ. „1+4 საგანმანათლებლო პროგრამის“ მონაწილე) და/ან იძულებით გადაადგილებული პირი, სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში
  • კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

დოკუმენტები კონკურსში მონაწილეობისათვის:

სტუდენტი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა)

  • პირადობის მოწმობის /პასპორტის ასლი
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ, სწავლების წლის/საფეხურისა და სწავლების ენის მითითებით;
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ინგლისურ ენაზე) 
  • EUROPASS CV (ინგლისურენაზე) 
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) 
  • საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა (თუ კონკურსანტს მიღებული აქვს წინა განათლება შესაბამისენოვან პროგრამაზე, სერტიფიკატი/ცნობა აღარ მოითხოვება);
  • ნიშნების ფურცელი, GPA მითითებით (ინგლისურ ენაზე);
  • შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსთან შეთანხმებით შევსებული და აპლიკანტისა და დეკანის ხელმოწერით დადასტურებული ინდივიდუალური სასწავლო ხელშეკრულება (ინგლისურ ენაზე)
  • სარეკომენდაციო წერილი, რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით (ინგლისურ ენაზე)
  • არსებობის შემთხვევაში, ცნობა იმის შესახებ, რომ აპლიკანტი არის: სოციალურად დაუცველი, სპეციალური საჭიროებების მქონე, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი (ე.წ. „1+4 საგანმანათლებლო პროგრამის“ მონაწილე) ან იძულებით გადაადგილებული პირი (ინგლისურ ენაზე);
  • წინა საფეხურზე მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი და დანართი (არსებობის შემთხვევაში) ან აკადემიური ცნობა (ინგლისურ ენაზე);
  • კვლევის გეგმა (ინგლისურ ენაზე) (დოქტორანტებისთვის, აგრეთვე, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სწავლების დამამთავრებელი წლის სტუდენტებისთვის, შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მიერ დამოწმებული);
  • დამატებითი ინფორმაცია კონკურსანტის შესახებ (კონფერენციებში, სპორტულ, თვითშემოქმედებით და სხვა სტუდენტურ ღონისძიებებში მონაწილეობა);
  • მხარდაჭერის წერილი მიმღები უნივერსიტეტის პროფესორისაგან /ადმინისტრაციული ერთეულისგან (ინგლისურ ენაზე) (ოფიციალური დოკუმენტი სავალდებულო არ არის. საკმარისია ელექტრონული ფოსტით მიღებული თანხმობა) (მხოლოდ დოქტორანტებისთვის, აგრეთვე, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სწავლების დამამთავრებელი წლის სტუდენტებისთვის).

 

შენიშვნა: კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი მობილობის პერიოდში სწავლის გადასახადისაგან არ თავისუფლდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა

  • სწავლების მიზნით
    აკადემიურ პერსონალს საშუალება ეძლევა, წაიკითხოს ლექციები პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
  • ტრეინინგის მიზნით
    აღნიშნული აქტივობის მიზანია უნივერსიტეტის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა პარტნიორ უნივერსიტეტში, ტრეინინგის (კონფერენციების გარდა) ან სამუშაოზე დაკვირვების (job shadowing) შესაძლებლობების შექმნით.

აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალზე ყოველდღიური გრანტის ოდენობა განსაზღვრულია მიმღები ქვეყნის შესაბამისად, საშუალოდ:

ნორვეგია, დანია, ლუქსემბურგი, დიდი ბრიტანეთი, ისლანდია, შვედეთი, ირლანდია, ფინეთი, ლიხტენშტეინი

180 ევრო

ავსტრია, ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, ესპანეთი, კვიპროსი, ნიდერლანდები, მალტა, პორტუგალია

160 ევრო

უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, მაკედონია, თურქეთი

140 ევრო


კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ

  • აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს, რომელიც კონკურსის მიმდინარეობისას საქართველოს ტექნიკური უნიევრსიტეტის თანამშრომელია (შტატიანი ან ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომელი)

კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლია:

  • პირს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მობილობაში და არ შეასრულა შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ან/და დადგენილი წესით საერთთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში არ წარმოადგინა ანგარიში განხორციელებულ მობილობაზე.

დოკუმენტები კონკურსში მონაწილეობისათვის:

ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი

  • პირადობის მოწმობის /პასპორტის ასლი
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ინგლისურ ენაზე)
  • EUROPASS CV (ინგლისურენაზე) 
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) 
  • მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად, საგანმანათლებლო პროგრამის/სასწავლო კურსის სწავლების ენის ან ჩასატარებელი ღონისძიების/ღონისძიებების სამუშაო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა (თუ კონკურსანტს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება შესაბამის უცხოენოვან პროგრამაზე, ან წაკითხული აქვს სალექციო კურსი შესაბამის უცხოურ ენაზე, სერტიფიკატი/ცნობა აღარ მოითხოვება);
  • შევსებული მობილობის ხელშეკრულების (ინგლისურ ენაზე) პროექტი, ხელმოწერილი აპლიკანტისა და ვიზირებული შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ: აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე) (მხოლოდ აკადემიური პერსონალისთვის) და ადმინისტრაციული საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე) (მხოლოდ ადმინისტრაციული პერსონალისთვის);
  • სარეკომენდაციო წერილი, რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით (ინგლისურ ენაზე);
  • ბოლოს მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი და დანართი (არსებობის შემთხვევაში) ან აკადემიური ცნობა (ინგლისურ ენაზე)
  • დამატებითი ინფორმაცია კონკურსანტის შესახებ (კონფერენციები, პუბლიკაციები; გამოგონებები; საგრანტო პროექტებში მონაწილეობა; საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობა; ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები; უნივერსიტეტში საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო-სამეცნიერო და შემოქმედებითი ღონისძიებების ორგანიზებასთან დაკავშირებული საქმიანობა და სხვ.).
  • ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში) (ინგლისურ ენაზე);
  • ცნობა უნივერსიტეტში დასაქმების შესახებ (ინგლისურ ენაზე);

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ სპეციალური საჭიროებების მქონე კონკურსანტებს 

აკადემიური მიმართულებებისა და კოდების განმარტებისთვის იხილეთ ბმული

დასრულებული კონკურსები - 2023/2024 სასწავლო წლის საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრები
დასრულებული კონკურსები - 2022/2023 სასწავლო წლის საგაზაფხულო და 2023/2024 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრები
დასრულებული კონკურსები - 2022/2023 სასწავლო წლის საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრები
დასრულებული კონკურსები - 2021/2022 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი
დასრულებული კონკურსები - 2021/2022 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი
დასრულებული კონკურსები - 2020/2021 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი
დასრულებული კონკურსები - 2020-2021 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი
დასრულებული კონკურსები - 2019-2020 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი
დასრულებული კონკურსები - 2019-2020 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი
დასრულებული კონკურსები - 2018-2019 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი
დასრულებული კონკურსები - 2018-2019 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი
დასრულებული კონკურსები - 2017-2018 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი
დასრულებული კონკურსები - 2017-2018 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი
დასრულებული კონკურსები

 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობის პროგრამებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ სტუ- საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ერაზმუს+ ჯგუფს.

სტუ- ადმინისტრაციული კორპუსი (კოსტავას . 77), II სართული, ოთახი N219

ელ.ფოსტაerasmusplus@gtu.ge 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილება N01-05-04/232 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტის მიერ გაცვლითი საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო მობილობაში მონაწილეობის მიღების მიზნით, კონკურსის ჩატარების წესის შესახებ


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილება N01-05-04/233  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მიერ გაცვლითი საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო მობილობაში მონაწილეობის მიღების მიზნით, კონკურსის ჩატარების წესის შესახებ


სასარგებლო ბმულები: