საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საერთაშორისო პროექტები

VitaGLOBAL

პროექტი VitaGLOBAL – “გლობალური ქსელების ჩამოყალიბება აგრარულ მეცნიერებსა და მევენახეობა მეღვინეობის მიმართულებით: ინტერნაციონალიზაცია ერთობლივი პროგრამების მეშვეობი” – ითვალისწინებს აგრარული მეცნიერებებისა და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით გლობალური ქსელის შექმნას ერთობლივი პროგრამების ინტერნაციონალიზაციის საშუალებით და მიზნად ისახავს აგრარული მეცნიერებებსა და მევენახეობა-მეღვინეობაში ერთობლივი სასწავლო პროგრამების განვითარების ხელშეწყობას, რაც სტრატეგიული მნიშვნელობისაა ევროპის, სამხრეთ ამერიკის, სამხრეთ აფრიკისა და საქართველოსთვის.


HERD

პროექტი HERD - “საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა” – ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით არსებული კვლევითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას საქართველოს უნივერსიტეტებში კვლევითი სამსახურების განვითარების მეშვეობით. HERD პროექტის ძირითადი მიზანია პროექტის წევრი უნივერსიტეტების კვლევითი სამსახურების მოდერნიზაცია, კვლევითი პოტენციალისა და ხარისხის გაზრდა, სწავლებისა და კვლევის კომპონენტების ინტეგრირება ინსტიტუციურ დონეზე.


PRINTeL

პროექტი PRINTeL - “ცვლილებები საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის ხელის შეწყობა სტუდენტის სასწავლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” – მიზნად ისახავს სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას სომხეთის, საქართველოსა და ბელარუსიის პარტნიორ უნივერსიტეტებში.


InnoCENS

პროექტი InnoCENS - „ინოვაციური კომპეტენციების და სამეწარმეო უნარების ამაღლება საინჟინრო განათლებაში“