სტუ- ის არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის (UIA) ვიცე-პრეზიდენტი, პოლონეთის არქიტექტორტთა ასოციაციის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი სტუმრობდნენ

სტუ- ის არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის (UIA) ვიცე-პრეზიდენტი, პოლონეთის არქიტექტორტთა ასოციაციის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი სტუმრობდნენ

 

სტუ- ის არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის (UIA) ვიცე-პრეზიდენტი, პოლონეთის არქიტექტორტთა ასოციაციის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი სტუმრობდნენ

27-11-2023
სტუ- ის არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის (UIA) ვიცე-პრეზიდენტი, პოლონეთის არქიტექტორტთა ასოციაციის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი სტუმრობდნენ


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის პარტნიორობის ფარგლებში, სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო პროცესს არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის (UIA) ვიცე-პრეზიდენტი იერჟი გროჰულსკი, პოლონეთის არქიტექტორტთა ასოციაციის პრეზიდენტი აგნიეშკა კალინოვსკა-სოლტი და ვიცე - პრეზიდენტი მარეკ ხრობაკი, გაეცნენ.

შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები განხილულ იქნა ფაკულტეტზე მიმდინარე პროცესები და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის იმპლემენტაცია. 

სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნინო იმნაძის განცხადებით,  არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირი (UIA) არის მნიშვნელოვანი გაერთიანება, რომელიც საზღვრავს დარგის საგანმანათლებლო პროგრამებში სტანდარტებს.

„საქართველოს არქიტექტორთა კავშირი არის, მსოფლიოს უდიდესი ორგანიზაციის,  არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის წევრი. UIA ორწელიწადში ერთხელ ატარებს კონგრესს, გამოფენებს, რომელიც ჩვენც ვმონაწილეობთ. საგანმანათლებლო პროგრამების სამივე საფეხურის სტანდარტის ჩამოყალიბებისას  ჩვენ ვხელმძღვანელობთ UIA-ს რეკომენდაციებით. ორგანიზაცია მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საგანმანათლებლო ნაწილს. ამდენად,  არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის ვიცე-პრეზიდენტის, პოლონეთის არქიტექტორტთა ასოციაციის პრეზიდენტისა და ვიცე - პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი და საინტერესოა ჩვენთვის. სტუმრებმა დაათვალიერეს ფაკულტეტზე არსებული საწავლო სტუდიები, წარვადგინეთ ფაკულტეტი და გავაცანით ის მეთოდოლოგია,  რომლითაც სწავლება მიმდინარეობს. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ცენტრალურმა  დისციპლინამ - არქიტექტურული პროექტირება. სტუმრებმა ნახეს როგორ მუშაობენ ჩვენი სტუდენტები, მათი აღფრთოვანება გამოიწვია ფაკულტეტის მიდგომამ, გარკვეულ ეტაპამდე პროექტის ხელით დამუშავების შესახებ. მიუხედავად იმისა, ყველა სტუდენტმა იცის როგორ იმუშაოს კომპიუტერთან, ჩვენ ვთვლით, რომ ესკიზის ხელით დამუშავება არის აუცილებელი. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ეს მიდგომა საინტერესო და მნიშვნელოვანია. მეორე ასპექტი, რამაც ასევე მოწონება დაიმსახურა არის ის, რომ ჯგუფში, რომელიც 23-25 სტუდენტითაა დაკომპლექტებული, ორი პედაგოგი მუშაობს. ისინი მოწვეული, პრაქტიკოსი არქიტექტორები არიან.  ჩვენი სტუდენტები,  მეოთხე კურსის პირველ სემესტრში, პრაქტიკას  სწორედ მოწვეული არქიტექტორების სტუდიებში გადიან. შეხვედრაზე გამოიკვეთა ორი პრიორიტეტული მიმართულება - ეკოლოგიური არქიტექტურა და ურბანული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება. ეს არის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე, მსოფლიოსთვის. სასიხარულოა, რომ არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის ვიცე-პრეზიდენტის ინიციატივით, ჩვენ განვახორციელებთ ერთობლივ კვლევებს და პროექტებს, რომელშიც ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები იქნებიან ჩართულნი“, - განაცხადა პროფესორმა ნინო იმნაძემ.

შეხვედრის დასასრულ არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის (UIA) ვიცე-პრეზიდენტმა იერჟი გროჰულსკიმ, პოლონეთის არქიტექტორტთა ასოციაციის პრეზიდენტმა აგნიეშკა კალინოვსკა-სოლტიმ და ვიცე - პრეზიდენტმა მარეკ ხრობაკიმდაათვალიერეს სტუდენტთა შემოქმედების გამოფენა, სადაც წარდგენილი იყო სამი წლის განმავლობაში სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტთა ნამუშევრები.

 

სიახლეებში დაბრუნება