ENGLISH VERSION       
 
 
 
 
 
 

 

ეკატერინე თევზაძე
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი

ეკატერინე თევზაძე დაიბადა 1944 წლის 24 მაისს ქალაქ თბილისში. 1961 წელს დაამთავრა N53 სკოლა. ამავე წელს სწავლა გააგრძელა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის არქიტექტურის სპეციალობაზე, რომელიც 1967 წელს დაამთავრა. 1986 წელს ეკატერინე თევზაძეს მიენიჭა არქიტექტურის კანდიდატის ხარისხი. 1976 წელს მან მოსკოვში გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები ქალათმშენებლობაში.

1972 იგი არის საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრი, 2004 წლიდან საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობის წევრი; ეკოურბანისტიკის ”EKOSETTLE” ასოციაციის თავმჯდომარე და საქართველოს ურბანისტთა ასოციაციის წევრი.

გამოქვეყნებული აქვს 1 სახელმძღვანელო; 2 მეთოდური მითითება; 25 სამეცნიერო სტატია; 2 სამეცნიერო შრომა; მონაწილეობდა 15 საერთაშორისო და ადგილიბრივ სამეცნიერო კონფერენციაში; იგი არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი 7 სამეცნიერო ანალიტიკური პროექტის მონაწილე; 3 ქალაქთმშენებლობითი საკონკურსო პროექტის ავტორი; 18 ქალაქთმშენებლობითი პროექტის ავტორი;

    სამუშაო გამოცდილება
  • 1967-1970 წწ. - საპროექტო ინსტიტუტი ”საფლმშენსახპროექტი”, დაგეგმარების განყოფილება, არქიტექტორი;
  • 1970-1979 წწ. - საპროექტო ინსტიტუტი, ”თბილქალაქპროექტის” ქალამშენებლობის განყოფილება, არქიტექტორი, ჯგუფის ხელმძღვანელი;
  • 1980-1985 წწ. - სპი არქიტექტურული გეგმარების კათედრის ასისტენტი;
  • 1985-1987 წწ. - ამავე კათედრის უფროსი მასწავლებელი;
  • 1987-2003 წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ურბანისტიკის კათედრის დოცენტი;
  • 2004-2005 წწ. - ქ. თბილისის საკრებულოსთან არსებული ”თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა საბჭოს” წევრი;
  • 2004 წლიდან დღემდე საქართველოს პრეზიდენტთან არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს, საბაღე-საპარკო ხელოვნების ქვეკომისიის წევრი;
  • 2003 წლიდან დღემდე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ურბანისტიკის კათედრის სრული პროფესორი;
  • 2001-2005 წწ. - საქართველოს ურბანისტიკისა და მშენებლობის სამინისტროს სსიპ ”ჰაბიტატ-ჯორჯიას” დირექტორის მოადგილე;
  • 2006 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი;

ფლობს რუსულ, ინგლისურ ენებს და კომპიუტერულ პროგრამებს.
ოჯახური მდგომარეობა:ჰყავს მეუღლე და ვაჟიშვილი.

 

 

 

 

 


"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი © 2004 ყველა უფლება დაცულია"
საიტის შექმნის თარიღი: 16.03.2000 | ბოლო განახლების თარიღი: 09/09/2010