სტუდენტს

მიშელ მუსხელის კლუბი

,,ჩვენ მხოლოდ პატარა კოცონი დავანთეთ, დიდი ცეცხლი ახლა სტრასბურგში უნდა გაჩაღდეს, რომ ევროპული გულებიც აინთოს" - მიხეილ მუსხელიშვილი

მოგესალმებათ მიშელ მუსხელის კლუბი!

კლუბი წარმოადგენს სტუდენტთა დამოუკიდებელ გაერთიანებას, რომელიც მოქმედებს სტუდენტური თვითმმართველი კლუბის სტატუსით და რომლის მიზანიც ახალგაზრდების ევროპული იდეისა და ფასეულობების გარშემო გაერთიანებაა.

მიხეილ მუსხელიშვილი, იგივე, მიშელ მუსხელი სტრასბურგში მცხოვრები ქართველი იურისტი იყო, რომელიც ერთიანი ევროპის შექმნამდე ევროპის გაერთიანებისათვის იბრძოდა.

2023 წლის 25 სექტემბერს ჩვენ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, დავაარსეთ კლუბი, სადაც ამ დიდი ქართველის იდეების თანამოზიარე ახალგაზრდები შევიკრიბებით, გავმართავთ დისკუსიებს, ჩავატარებთ სხვადასხვა ღონისძიებებს, ვიმსჯელებთ, როგორ ვხედავთ ჩვენი ქვეყნის მომავალს და რა შეგვიძლია გავაკეთოთ უკეთესი ხვალინდელი დღისთვის.

ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებმა მოვახდენოთ მიშელ მუსხელისა და სხვა დიდი ქართველი მოაზროვნეების იდეებისა და საქმეების ხორცშესხმა მომავლის საქართველოში!

მიშელ მუსხელის კლუბი ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს ჩაერთოს ევროპულ ღირებულებებზე და კულტურაზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტებში, გაეცნოს საქართველოში და უცხოეთში მოღვაწე იმ ქართველი მამულიშვილების საქმიანობას და ღვაწლს, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას ემსახურნენ პირნათლად, არამედ ღირსეული კვალი დატოვეს ევროპული და ტრანსატლანტიკური ცივილიზაციების განვითარებაზე!

რეგისტრაცია