ENGLISH VERSION       
 
 
 
 
 
 

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ქალთა ასოციაცია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაცია მესამე სტრუქტურის წარმომადგენელია; იგი დარეგისტრირდა 1998 წლის 30 სექტემბერს (რეგისტრაციის N5ა-9/86). ქალთა ასოციაციას საფუძველი ჩაუყარა იმ აქტიურმა საქმიანობამ, რომელსაც საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქალთა საბჭო ეწეოდა 1974-დან 1998 წლამდე.

სტუ-ს ქალთა ასოციაცია არის არასამთავრობო , არასამეწარმეო ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და კანონისადმი პატივისცემის დამყარებას.

სტუ-ს ქალთა ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • ჰუმანიტარულ-ტექნიკურ მეცნიერებათა მიღწევების პოპულარიზაცია, რასაც ემსახურება სამეცნიერო კონფერენციები, სემინარები, გამოფენები;
  • საქველმოქმედო საქმიანობა სოციალურად დაუცველი ფენებისათვის. (30 წლის მანძილზე იგი შეფობას უწევს მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლებს: კოჯრის, ძეგვის, ასპინძის, მართყოფის, თბილისის ჩვილ ბავშვთა და სხვა სახლები);
  • კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა თანამშრომელთა და სტუდენტთა შორის: საიუბილეო საღამოების, შეხვედრები ხელოვნების დარგის წარმომადგენლებთან, თანამშრომელთა და ბავშვთა მხატვრულ ნამუშევართა და ფოტო გამოფენები, დასვენების საღამოები შეხვედრები ომის ვეტერანებთან, საახალწლო და საზეიმო ღონისძიებები. ბავშვთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა, ექსკურსიები, კოლექტიური დასწრება სპექტაკლებზე, მათი განხილვები;
  • რეგიონალური ორგანიზაციების შექმნა და კავშირის დამყარება მსოფლიოში მოქმედ ქალთა ორგანიზაციებთან, ფართო მონაწილეობის მიღება სამშვიდობო მოძრაობაში.

 


ჩვენი კოორდინატებია: თბილისი, კოსტავას 77
ტელეფონი: 64-40 

 

 

 

 

 


"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი © 2004 ყველა უფლება დაცულია"
საიტის შექმნის თარიღი: 16.03.2000 | ბოლო განახლების თარიღი: 09/09/2010