პოლიტექნიკური მუზეუმი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორია ეროვნული კუთვნილებაა და იგი ქართული ტექნიკური საინჟინრო აზრის სიძლიერის, მისი დიდი პოტენციალისა და სამომავლო პერსპექტივების ასახვას წარმოადგენს. საუნივერსიტეტო მემკვიდრეობის, მისი დღევანდელობისა და შემდგომში განვითარების დემონსტრირების განსახორციელებლად აღდგენილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მუზეუმი, რომელიც 1962 წელს დაარსდა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მუზეუმი “პოლიტექნიკური მუზეუმი” სტუ-ს სასწავლო-საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულია, რომელიც საქმიანობას წარმართავს სტუ-ს წესდების და საკუთარი დებულების საფუძველზე. მუზეუმი არა_მარტო ფართო პროპაგანდას გაუწევს ქართულ ეროვნულ საინჟინრო მემკვიდრეობას, არამედ შეუზღუდავად მიაწვდის ყველა დაინტერესებულ პირს სრულფასოვან ინფორმაციას უნივერსიტეტისა და მისი ფაკულტეტების ჩამოყალიბების განვითარებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ამგვარ საგანმანათლებლო საქმიანობას ხელს შეუწყობს მუზეუმის, როგორც საექსპოზიციო მასალა, ასევე სხვადასხვა საინჟინრო-ტექნიკური მიმართულების ამსახველი ვირტუალური ვერსიები, რომელთა გაცნობა შესაძლებელია მუზეუმში.
|