სხვა გაცვლითი პროგრამები

საჯარო სამსახურის ეროვნული უნივერსიტეტი - უნგრეთის მთავრობის სტიპენდიების პროგრამა “Stipendium Hungaricum” 2024-2025 სასწავლო წლისათვის

საჯარო სამსახურის ეროვნული უნივერსიტეტი (Ludovika University of Public Service – LUPS) (ბუდაპეშტი, უნგრეთი) აცხადებს სააპლიკაციო განაცხადების მიღებას უნგრეთის მთავრობის სტიპენდიების პროგრამაზე “Stipendium Hungaricum” 2024-2025 სასწავლო წლისათვის.

საჯარო სამსახურის ეროვნულ უნივერსიტეტში სააპლიკაციო პროცედურების, ასევე, წარსადგენი დოკუმენტაციისა და საკონკურსო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე.

საჯარო სამსახურის ეროვნულ უნივერსიტეტში სასწავლო პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.

სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 15 იანვარი.