სხვა გაცვლითი პროგრამები

დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისთვის - 2023/24 სასწავლო წლის II სემესტრი

დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (HTW Dresden) (დრეზდენი, გერმანია) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველი სტუდენტებისთვის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სააპლიკაციო საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 3 ოქტომბერი.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 6 ოქტომბრამდე, ხოლო გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან - 2023 წლის 10 ოქტომბრამდე.

ნომინირებულმა სტუდენტებმა მიმღებ უნივერსიტეტში სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო განაცხადი მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარადგინონ 2023 წლის 15 ნოემბრამდე.

დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში სტუდენტი სწავლის საფასურს არ იხდის, მაგრამ იხდის ე.წ. სემესტრულ გადასახადს დაახლოებით 265 ევროს ოდენობით.

ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომი სასწავლო კურსები იხილეთ აქ. ამასთან ერთად, ბიზნესის სპეციალობის სტუდენტებს ინგლისურ ენაზე სასწავლო კურსების არჩევა შეუძლიათ ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტის ვებგვერდზე.

გერმანულ ენაზე შემოთავაზებული სასწავლო კურსების ხილვა შესაძლებელია ვებგვერდზე.

დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში სწავლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, აკადემიური კალენდარი იხილეთ უნივერსიტეტის საინფორმაციო ფურცელში.