სხვა გაცვლითი პროგრამები

ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისთვის - 2023/24 სასწავლო წლის II სემესტრი

ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (University of Applied Sciences Zwickau - WHZ) (ცვიკაუ, გერმანია) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველი სტუდენტებისთვის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სააპლიკაციო საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 3 ოქტომბერი.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 6 ოქტომბრამდე, ხოლო გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან - 2023 წლის 10 ოქტომბრამდე.

ნომინირებულმა სტუდენტებმა მიმღებ უნივერსიტეტში სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო განაცხადი მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარადგინონ 2023 წლის 30 ნოემბრამდე.

ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში სტუდენტი სწავლის საფასურს არ იხდის, მაგრამ იხდის ე.წ. სემესტრულ გადასახადს დაახლოებით 290,58 ევროს ოდენობით.

ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში სწავლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, სასწავლო პროგრამების ჩამონათვალი იხილეთ აქ. ასევე, დამატებით პრაქტიკული ინფორმაციისათვის იხილეთ უნივერსიტეტის საინფორმაციო ფურცელი და ბროშურა.