მთავარი გვერდი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების დეპარტამენტი წარმოადგენს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, რომლის ძირითადი  საქმიანობაა უნივერსიტეტის დეპარტამენტებსა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში უახლესი ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის საინჟინრო პრობლემების კვლევების ხელშეწყობა და განვითარება, რაც  მთლიანობაში განსაზღვრავს ახალ, თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებზე ორიენტირებული განათლების მიღებას.
 
წინამდებარე  გვერდი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი სამეცნიერო ცენტერების, მკვლევარებისა და კვლევების შედეგად მიღებული შედეგების ფართო საზოგადობაში განვრცობისათვის.
 
სამეცნიერო მოღვაწეობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჩვენი ქვეყნისათვის ტრადიციულად წარმოადგენს არა მარტო წამყვან საინჟინრო უმაღლეს სასწავლებელს არამედ მძლავრ სამეცნიერო ცენტრსაც, რომლის ავტორიტეტი შეურყევლად მაღალია მსოფლიოს თანამედროვე, წამყვანი სამეცნიერო კოლექტივებისათვის.
 
სტუ-ს სამეცნიერო ცენტრებში და ლაბორატორიებში  მრავალი ათეული წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორებიცაა —  საინფორმაციო ტექნოლოგიები,  მეტალურგიული და ქიმიური ტექნოლოგიები, ბიოტექნოლოგია, მანქანათმცოდნეობა და მანქანათმშენებლობა, ავიაცია და კოსმონავტიკა, სამოქალაქო მშენებლობა და არქიტექტურა, კვშირგაბმულობა და ენერგეტიკა, ტრანსპორტი, სამთო საქმე, გეოლოგია და სხვ.
 
დღეისათვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოღვაწეობენ შემდეგი სამეცნიერო და სამეცნიერო-სასწავლო ცენტრები:
  1. თბოტექნიკის სამეცნიერო-საინჟინრო-სასწავლო ცენტრი. ხელმძღვანელი -  პროფესორი ა.ბეროშვილი;
  2. სენსორული სამეცნიერო ცენტრი. ხელმძღვანელი - პროფესორი მ.ტაბუციძე;
  3. სტრუქტურულ კვლევათა რესპუბლიკური ცენტრი. ხელმძღვანელი - პროფესორი ე.ქუთელია;
  4. ალმასების და კომპოზიტური მასალების სამეცნიერო ცენტრი. ხელმძღვანელი - პროფესორი ნ.ლოლაძე;
  5. ვირტუალური კომპიუტერული ტექნოლოგიების სამეცნიერო ცენტრი. ხელმძღვანელი - პროფესორი დ.კერესელიძე;
  6. სამშენებლო ფაკულტეტის ტექნიკური დიაგნოსტიკის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი. ხელმძღვანელი - პროფესორი რ.იმედაძე; 
  7. ნაგებობების სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი. ხელმძღვანელი - ნ.წიგნაძე.
  8. გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრი. ხელმძღვანელი - პროფესორი ნ.ფოფორაძე;
  9. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის საინჟინრო მომსახურეობის ცენტრი. ხელმძღვანელი -პროფესორი გივი გოლეთიანი;
  10. სამედიცინო პოლიმერებისა და ბიომასალების კვლევითი ცენტრი. ხელმძღვანელი - პროფესორი რამაზ ქაცარავა;
  11. სტუ-ს სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტთან არსებული მერქნული მასალების დამზადებისა და დამუშავების სასწავლო სამეცნიერო ცენტრი. ხელმძღვანელი - პროფესორი ზაურ ჩიტიძე;
  12. ბოჭკოებით არმირებული კომპოზიციური მასალების ცენტრი. ხელმძღვანელი - პროფესორი დავით ნოზაძე;
  13. მაღალტემპერატურული ბიოენერგეტიკული დანადგარების სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია. ხელმძღვანელი - პროფესორი ნოდარ ქევხიშვილი.
 
© 2008 Georgian Technical University