Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის - XIX საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში მიმდინარე წელს რიგით მეცხრამეტე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 22 აპრილს, 11:00 საათზე.

საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში - სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი (კოსტავას ქ. 77), II სართული, ოთახი N219.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, გაეცნონ Erasmus+ გაცვლით პროგრამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის Erasmus+ ვებგვერდზე.

დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ, ასევე, კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით.
21/04/2024

სიახლეებში დაბრუნება