რომის საპიენცის უნივერსიტეტი - საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის 2024

2024 წლის 14-18 ოქტომბერს რომის საპიენცის უნივერსიტეტის სწავლების ინტერნაციონალიზაციისა და არაევროპულ ქვეყნებში მობილობის ოფისი პარტნიორი ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს იწვევს საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობის მისაღებად.

კვირეულზე დასწრების მსურველებმა ონლაინ სააპლიკაციო განაცხადი უნდა შეავსონ 2024 წლის 5 მაისამდე.

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. იმ შემთხვევაში, თუ ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა რაოდენობა 60-ს გადააჭარბებს, აპლიკანტებს შეარჩევს მიმღები უნივერსიტეტი. შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება ადმინისტრაციულ თანამშრომლებს, რომელთა საქმიანობა უკავშირდება ევროპულ და საერთაშორისო პროგრამებს, მობილობასა და ინსტიტუციური განვითარების პროექტებს. 

კვირეულის პროგრამა მრავალფეროვანია და მოიცავს შეხვედრებსა და კულტურულ ღონისძიებებს. ძირითადი მიმართულებებია სადოქტორო პროგრამები და ინკლუზია.

მიმღები უნივერსიტეტი ანაზღაურებს საცხოვრებლის ხარჯს.

საერთაშორისო კვირეულის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

15/04/2024

სიახლეებში დაბრუნება