Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (დამატებითი კონკურსი თანამშრომლებისთვის)

კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Koszalin University of Technology - KUT) (კოშალინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს დამატებით კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 16.04.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 17 აპრილამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 20 აპრილამდე.

კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით დარჩენილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 აკადემიური პერსონალის მობილობა კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. კოორდინატორის რეკომენდაციით, მობილობა უნდა განხორციელდეს 2024 წლის 10-14 ივნისს, როდესაც კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ყოველწლიური ტრადიციული საერთაშორისო პრაქტიკული სემინარებისა და ვორქშოპების სერია. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

მიმართულებები: ინჟინერია, ელექტროინჟინერია, მექატრონიკის ინჟინერია.

მიზნობრივი ჯგუფი: ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის აკადემიური თანამშრომელი.
05/04/2024

სიახლეებში დაბრუნება