ERASMUS+ - სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტის ასოც. პროფ. ტაბატაძის აკადემიური მობილობა კრაკოვის AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში


2024 წლის 15-19 იანვარს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ასოც. პროფ. ანა ტაბატაძემ Erasmus+ აკადემიური მობილობით მონაწილობა მიიღო პროექტის კოორდინატორ კრაკოვის AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (AGH University of Science and Technology) (კრაკოვი, პოლონეთი) მიერ ორგანიზებულ თანამშრომელთა საერთაშორისო კვირეულში. იხილეთ ასოც. პროფ. ანა ტაბატაძის მიერ წარმოდგენილი ანგარიში:
"ჩემი ვიზიტი Erasmus +  პროგრამით კრაკოვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში  საკმაოდ პროდუქტიული იყო, შევხვდი უნივერსიტეტის წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნიდან. ასევე გავეცანი მათ სასწავლო პროგრამებს, გავუზიარეთ ერთმანეთს სასწავლო პროგრამები და   ჩვენი გამოცდილებაც. ჩვენ ყველანი წარმოვადგენდით ჩვენს ქვეყანას. მე გავაკეთე პრეზენტაცია  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, კერძოდ მისი  ისტორიის,  სტრუქტურისა და სწავლის შესახებ. წავიკითხე ლექციები სამშენებლო მექანიკის საგანში და გავიცანი სტუდენტები. ეს იყო საუკეთესო საშუალება და ახალი გამოწვევა, რამაც მომცა დიდი მოტივაცია. ახლაც ვაგრძელებთ ურთიერთობას და ვთანამშრომლობ მათთან.
Erasmus + პროგრამა საუკეთესო საშუალებაა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან  შეხვედრებისთვის, საკუთარი თავის განვითარებისთვის. დიდი მადლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და  Erasmus +-ს, რომ მომცა საშუალება საკუთარი თავის განვითარების".

25/03/2024

სიახლეებში დაბრუნება