კოიმბრას ჯგუფი - სასტიპენდიო პროგრამა ახალგაზრდა მკვლევრებისთვის 2024/25 სასწავლო წელი

კოიმბრას ჯგუფი (Coimbra Group) აცხადებს კონკურსს სტიპენდიის მოსაპოვებლად. პროექტის მიზანია, ახალგაზრდა მეცნიერებს საშუალება მისცეს, 1-3 თვის განმავლობაში ჩაატარონ კვლევა იმ თემებზე, რომლებზედაც ისინი მუშაობენ თავიანთ ქვეყნებში და დაეხმარონ მათ ევროპაში აკადემიური კონტაქტების დამყარებაში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 1989 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ დაბადებულ პირებს. სააპლიკაციო განაცხადის შეტანა შესაძლებელია 2024 წლის 5 აპრილამდე.

ინფორმაცია კონკურსის შესახებ, მათ შორის, სააპლიკაციო ლინკი, იხილეთ აქ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორი კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტი (Jagiellonian University) (კრაკოვი, პოლონეთი) მხარდაჭერას სთავაზობს ახალგაზრდა მკვლევრებს, რომლებიც დაინტერესდებიან იაგელონიის უნივერსიტეტის ქიმიის  ფაკულტეტით.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ქიმიის მიმართულების მკვლევართათვის:
სებასტიან ბაში (Sebastian Baś), იაგელონიის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. 
ელ.ფოსტა: sebastian.bas@uj.edu.pl
იაგელონიის უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტისთვის:
მაგდალენა ჩარნიკი (Magdalena Czarnik)
ელ.ფოსტა: magdalena.czarnil@uj.edu.pl

21/03/2024

სიახლეებში დაბრუნება