ინდონეზიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში - DARMASISWA სასტიპენდიო პროგრამა 2024/25 აკადემიური წლისათვის

ინდონეზიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში აცხადებს კონკურსს DARMASISWA სასტიპენდიო პროგრამაზე ინდონეზიის უნივერსიტეტებში, 2024-2025 აკადემიური წლისათვის.

ინდონეზიის სტიპენდიები ერთწლიანი სასტიპენდიო პროგრამაა, რომელსაც ინდონეზიის მთავრობა სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს ინდონეზიური ენის, ხელოვნების, მუსიკის, ხელნაკეთობებისა და სხვა მიმართულებების შესასწავლად ინდონეზიის 72 უმაღლეს სასწავლებელში.

პროგრამის მთავარი მიზანია ინდონეზიური ენისა და ინდონეზიური კულტურისადმი ინტერესის გაზრდა და განვითარება სხვა ქვეყნების მოქალაქეებს შორის.

პროგრამაში მონაწილეობის მიზნით აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 7 აპრილი.

დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

საკონტაქტო ინფორმაცია:
სალომე კუჭავა
ინდონეზიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში
ნ. ყიფშიძის ქ. 7გ.
ტელ.: +995579283649
ელ.ფოსტა: salomekuchava24@gmail.com
20/03/2024

სიახლეებში დაბრუნება