„მაცუმაეს საერთაშორისო ფონდი“ - 2025 წლის სასტიპენდიო პროგრამა უცხოელი მკვლევრებისთვის

მაცუმაეს საერთაშორისო ფონდი“ აცხადებს კონკურსს 2025 წლის სასტიპენდიო პროგრამაზე უცხოელი მკვლევრებისთვის.

მკვლევართათვის გამოცხადებულ სასტიპენდიო პროგრამებში მისაღებ ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს დოქტორის ხარისხის ფლობა. აპლიკანტი უნდა ფლობდეს ინგლისურ, ან იაპონურ ენას. ასევე, სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ მკვლევარი უნდა დაუბრუნდეს საკუთარ ქვეყანას.

იაპონური მხარე გამარჯვებულ აპლიკანტებს დაუფინანსებს კვლევითი აქტივობებისთვის საჭირო ხარჯებს, ასევე, შესაბამის სასწავლო მასალებს, განთავსებას, ორმხრივ ავიაბილეთსა და ჯანმრთელობის დაზღვევას.

სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება წარმოებს 2024 წლის 1 აპრილიდან - 30 ივნისის ჩათვლით (Japan Standard Time).

დაინტერესებულ პირებს სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა და განაცხადის გაკეთება შეუძლიათ ელექტრონული ბმულის საშუალებით.
02/03/2024

სიახლეებში დაბრუნება