სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული სასტიპენდიო პროგრამა - 2024/25 სასწავლო წელი

სლოვაკეთის რესპუბლიკა 2024/2025 აკადემიური წლისთვის აცხადებს კონკურსს ეროვნულ სასტიპენდიო პროგრამაზე (National Scholarship Program).

ზემოაღნიშნულ სტიპენდიაზე განაცხადების წარდგენა შეუძლიათ სტუდენტებს, დოქტორანტებს, ასევე უნივერსიტეტის ლექტორებს და მკვლევარებს. სტუდენტებს და დოქტორანტებს შეუძლიათ, ასევე, განაცხადი გააკეთონ მგზავრობის დაფინანსებაზე.

უცხოელი აპლიკანტების მიერ განაცხადები ივსება ონლაინ. ამავე გვერდზე მოცემულია დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის პროგრამის თაობაზე.

სტიპენდიის პროგრამაში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 აპრილის 16:00 საათი, ცენტრალური ევროპის დროით.

დამატებითი ინფორმაცია სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული სასტიპენდიო პროგრამის შესახებ იხილეთ აქ.
02/03/2024

სიახლეებში დაბრუნება