Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)

ტიმიშოარის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (Università Politecnica di Timișoara - UPT) (ტიმიშოარა, რუმინეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.03.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 10 აპრილამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 20 აპრილამდე.

დამატებითი ინფორმაცია ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით,  იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუცური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა სწავლის/სტაჟირების მიზნით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, 93 დღით და 1 სტუდენტის მობილობა სწავლის/სტაჟირების მიზნით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ტიმიშოარის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, 75 დღით 

სტაჟირების მსურველმა კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ წინასწარი თანხმობის წერილი მიმღები უნივერსიტეტიდან.

მიმართულება: ქიმია, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები - გეოდეზია, მექანიკა და მეტალურგია, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მშენებლობა, ბიზნესი და ადმინისტრირება.


28/02/2024

სიახლეებში დაბრუნება