JUNIA მეცნიერებისა და ინჟინერიის მაგისტრატურის სკოლა - გაცვლითი პროგრამა 2024/25 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისათვის

ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის წევრი JUNIA მეცნიერებისა და ინჟინერიის მაგისტრატურის სკოლა (JUNIA Graduate School of Science and Engineering) (ლილი, საფრანგეთი) გაცვლით სტუდენტებს სთავაზობს სასწავლო პროგრამებს 2024/25 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისათვის, რომლებიც ისწავლება ფრანგულ, ინგლისურ ენებზე, ან მათი კომბინაციით.

ნებისმიერი საგანმანათლებლო პროგრამა ხელმისაწვდომია ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტების გაცვლითი სტუდენტებისთვის. სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ მინიმალური B2 დონე სწავლების ენაში (ფრანგული ან ინგლისური).

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სააპლიკაციო საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.03.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 10 აპრილამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 20 აპრილამდე.

სასწავლო კურსების ჩამონათვალი იხილეთ აქ.

JUNIA მეცნიერებისა და ინჟინერიის მაგისტრატურის სკოლაში სწავლასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
26/02/2024

სიახლეებში დაბრუნება