Erasmus+ გაცვლითი პროგრამა რენის უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის I სემესტრი (საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის)

რენის უნივერსიტეტი (University of Rennes) (რენი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს დამატებით კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისათვის. 

შერჩევის პროცედურა:

ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 05.04.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 10 აპრილამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 20 აპრილამდე.

რენის უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან რენის უნივერსიტეტში დამატებით 2 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ 2024 წლის ოქტომბერში ან ნოემბერში, ფრანგულ-ქართული კონსორციუმის (პროექტი 2022-1-FR01-KA171-HED-000079535) ქართველ პარტნიორებთან ერთად დაგეგმილ თანამშრომელთა საერთაშორისო მინი კვირეულში. საერთაშორისო სერვისებზე ორიენტირებული თანამშრომელთა კვირეულის პროგრამა განკუთვნილია საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტების თანამშრომლებისთვის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტებიდან და სერვისების სფეროდან.



21/02/2024

სიახლეებში დაბრუნება