Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ოსტრავის ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II და 2024-2025 აკადემიური წლის I სემესტრები (თანამშრომლებისთვის)

ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტი (Technical University of Ostrava - VSB-TUO) (ოსტრავა, ჩეხეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საგაზაფხულო და 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრებისთვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 09.03.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 12 მარტამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 15 მარტამდე.

ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტის უსაფრთხოების ტექნიკის ფაკულტეტზე Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 5 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ოსტრავის ტექნიკურ უნივერსიტეტში. კოორდინატორის რეკომენდაციით, სასურველია მობილობის განხორციელება მიმდინარე წლის შემდეგ პერიოდებში: 29 აპრილი - 3 მაისი, 16 - 20 სექტემბერი ან 23 - 27 სექტემბრის კვირები.  

მიმართულებები: შრომის დაცვა, შრომის უსაფრთხოება, სახანძრო უსაფრთხოება, საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოება და მომიჯნავე დისციპლინები.

მიზნობრივი ჯგუფი: სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის აკადემიური თანამშრომლები.
20/02/2024

სიახლეებში დაბრუნება