Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ალიკანტეს უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის I სემესტრი (სტუდენტებისთვის)

ალიკანტეს უნივერსიტეტი (University of Alicante - UA) (ალიკანტე, ესპანეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2024-2025 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.03.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 10 აპრილამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 20 აპრილამდე.

დეტალური ინფორმაცია ალიკანტეს უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის საფეხურის 3 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ალიკანტეს უნივერსიტეტში.

მიმართულება: საინჟინრო სპეციალობები.

16/02/2024

სიახლეებში დაბრუნება