რუმინეთის მთავრობის ყოველწლიური სასწავლო სტიპენდიები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის

რუმინეთის მთავრობა აცხადებს ყოველწლიურ სასწავლო სტიპენდიებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის.

სტიპენდიები გაიცემა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებისთვის, რუმინეთის აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში, ყველა სფეროში, გარდა მედიცინისა, სტომატოლოგიური მედიცინისა და ფარმაციისა.

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტიპენდიების ბენეფიციარები ისწავლიან მხოლოდ რუმინულ ენაზე. სადოქტორო სტიპენდიის მფლობელებს შეუძლიათ აირჩიონ სწავლა რუმინულ, ან სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილ უცხო ენაზე.

სწავლის დაწყებამდე, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, გაიარონ რუმინული ენის შემსწავლელი ერთწლიანი კურსი, გამონაკლისს წარმოადგენენ სადოქტორო სტიპენდიის მფლობელები, რომლებმაც აირჩიეს სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი უცხო ენა.

სტიპენდია ფარავს სწავლის საფასურს, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში განთავსების ხარჯებსა და ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას (მოსამზადებელი წლის ჩათვლით).

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გააგზავნონ მოთხოვნა სპეციალური პლატფორმის მეშვეობით - study in Romania. კანდიდატებს შეუძლიათ პლატფორმის გახსნა ბმულზე, ღილაკის Apply for MFA scholarships მეშვეობით, ან პირდაპირ ელექტრონულ ბმულზე.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 16 მარტი.
16/02/2024

სიახლეებში დაბრუნება