სეულის ეროვნული უნივერსიტეტი - საპრეზიდენტო სადოქტორო სტიპენდიები 2024 წლის საშემოდგომო სემესტრისთვის

სეულის ეროვნული უნივერსიტეტი (Seoul National University - SNU) (სეული, სამხრეთ კორეა) აცხადებს კონკურსს საპრეზიდენტო სადოქტორო სტიპენდიების მოსაპოვებლად 2024 წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მინიმუმ ერთ-ერთს შემდეგი 2 მოთხოვნიდან:
1. აპლიკანტი უნდა ეწეოდეს აკადემიურ საქმიანობას ან ლექციების ჩატარების, ან კვლევითი მიმართლებით.
2. მაგისტრანტი, რომელიც დამამთავრებელ კურსზე იმყოფება და ამასთანავე, მინიმუმ ბოლო 6 თვის განმავლობაში ეწევა აკადემიურ საქმიანობას ლექციების ჩატარების, ან კვლევითი მიმართულებით.

აღნიშნული პროგრამა გამარჯვებულ აპლიკანტს 6 სემესტრის განმავლობაში დაუფინანსებს სწავლებას, ასევე, ორმხრივ ფრენას, ჯანმრთელობის დაზღვევასა და კორეული ენის სწავლებას.

სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება წარმოებს 2024 წლის 4 მარტიდან - მ.წ 6 მარტის ჩათვლით. განახცადის შევსება შესაძლებელია ელექტრონული ბმულის საშუალებით.

განაცხადის შევსებასთან დაკავშირებული დეტალური ინსტრუქცია იხილეთ აქ.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მსურველებს შეუძლიათ მიმართონ უშუალოდ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას:
ტელ: +82-2-880-2519
ელ.ფოსტა: intlscholarship@snu.ac.kr

16/02/2024

სიახლეებში დაბრუნება