ბალტიის საზაფხულო სკოლის ლიტვური ენისა და კულტურის ზამთრის კურსი ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში

ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი (Vytautas Magnus University) (კაუნასი, ლიეტუვა) იწვევს მსურველებს მონაწილეობის მისაღებად ლიტვური ენისა და კულტურის ზამთრის კურსში, რომელიც 2024 წლის 2-31 იანვარს გაიმართება ვილნიუსში. ზამთრის კურსში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ონლიან, ისე პირისპირ ფორმატში.

ზამთრის სკოლა ითვალისწინებს 4-კვირიან ინტენსიურ კურსებს ლიტვური ენის შესასწავლად, სხვადასხვა სოციალურ და კულტურულ აქტივობას, პრაქტიკულ სემინარებს, საველე გასვლებს და სხვა სგავს აქტივობებს.

უცხოელებს და ლიტვური წარმომავლობის უცხოეთის მოქალაქეებს შეძლიათ განაცხადი შეიტანონ სტიპენდიაზე (პირისპირ ფორმატში მონაწილეებისთვის) ან სწავლის გადასახადისგან გათავისუფლებაზე ე.წ. tuition waiver (ონლაინ ფორმატში მონაწილეებისთვის).

განაცხადების შეტანის ბოლო ვადა სტიპენდიის მოპოვებაზე და სწავლის საფასურისგან გათავისუფლებაზე მიმდინარე წლის 5 ნოემბერია.

დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, მოთხოვნები და რეგისტრაციის ფორმა იხილეთ ბალტიის საზაფხულო სკოლის (Baltic Summer University) ვებგვერდზე.

კონტაქტისთვის:

ელ.ფოსტა: bsu@vdu.lt

30/10/2023

სიახლეებში დაბრუნება