ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში რიგით მერვე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება ორშაბათს, 23 ოქტომბერს.

თანამშრომლებისთვის საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება 11:00 საათზე, ხოლო სტუდენტებისთვის - 14:00 საათზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, გაეცნონ ინფორმაციას უნივერსიტეტის Erasmus+ ვებგვერდზე.

დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ, ასევე, კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით.

ონლაინკონსულტაციაზე დასასწრებად საჭიროა webex-ის აპლიკაცია.

შეხვედრის ლინკი
https://meet70.webex.com/meet/pr25529246927

23/10/2023

სიახლეებში დაბრუნება