ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში რიგით მეშვიდე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება: სტუდენტებისთვის - ორშაბათს, 16 ოქტომბერს, 14:00 საათზე; თანამშრომლებისთვის - პარასკევს, 20 ოქტომბერს, 14:00 საათზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, გაეცნონ ინფორმაციას უნივერსიტეტის Erasmus+ ვებგვერდზე.

დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ, ასევე, კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით.

ონლაინკონსულტაციაზე დასასწრებად საჭიროა webex-ის აპლიკაცია.

შეხვედრის ლინკი
https://meet70.webex.com/meet/pr25529246927
18/10/2023

სიახლეებში დაბრუნება