სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი - საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი ყოველწლიურად ახორციელებს საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რომლის მიზანია საჯარო/საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა პროფესიული განვითარება.

მიმდინარე წელს აღნიშნულ პროგრამაზე კონკურსი მეორედ ცხადდება.

საკონკურსო განაცხადების ელექტრონული რეგისტრაციის პერიოდია 2023 წლის 10

ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით.

პროგრამის განხორცილების ვადა 2024 წლის 1 სექტემბრამდეა.

ვიზიტის ხანგრძლივობა განსაზღვრულია არანაკლებ 5 დღის და არაუმეტეს 3 თვის პერიოდით.

საკონკურსო პირობების და პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ სსიპ

განათლების საერთაშორისო ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.

11/10/2023

სიახლეებში დაბრუნება