სწავლების საერთაშორისო კვირეული კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში

კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (IMC Krems University of Applied Sciences) (კრემსი, ავსტრია) იწვევს პროფესორ-მასწავლებლებს მონაწილეობის მისაღებად სწავლების საერთაშორისო დღეებში 2024 (International Teaching Days 2024), რომელიც 2024 წლის 10-13 აპრილს იგეგმება.

შერჩეული ლექტორები ლექციებსა და სემინარების ჩაუტარებენ ავსტრიელ სტუდენტებსა და პერსონალს და თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ. ლექციები ჩატარდება პერსონალის ტრეინინგის საერთაშორისო კვირეულის პარალელურად. ამდენად, მიწვეულ ლექტორებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ერთობლივ ღონისძიებებში.

ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა. კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი დაფარავს ლანჩის, ტრეინინგებისა და აქტივობების ხარჯს. მგზავრობის, სასტუმროსა და სხვა გადასახადები თითოეულმა მონაწილემ ინდივიდუალურად უნდა დაფაროს. 

იხილოთ პროგრამა და დამატებითი ინფორმაცია სწავლებისთვის საჭირო კომპეტენციის სფეროების, განაცხადის პროცესისა და განსახორციელებელი აქტივობების შესახებ იხილეთ აქ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა და თავიანთი მოკლე ბიოგრაფია ან CV 2023 წლის 15 ოქტომბრამდე გაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: international@fh-krems.ac.at . გამარჯვებულ კონკურსანტებს ავსტრიიდან ნოემბრის შუა რიცხვებისთვის დაუკავშირდებიან. 

10/10/2023

სიახლეებში დაბრუნება