EIT Manufacturing - სასწავლო ფაბრიკების კონკურსი

მწარმოებელთა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ქსელი EIT Manufacturing აცხადებს ე.წ. სასწავლო ფაბრიკების კონკურსს მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებთან დაკავშირებით. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს.

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს მწარმოებელი კომპანიებისა და საგანმანათლებლო ინსტიტიტუციების თანამშრომლობას ბიზნესის გამოწვევების საპასუხოდ, ინოვაციური პერსპექტივების გათვალისწინებით.

ონლაინ საინფორმაციო ვებინარი ჩატარდება მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, 12:00 საათზე (ევროპის დროით).

სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 19.11.2023.

დეტალური ინფორმაცია კონკურსთან დაკავშირებით იხილეთ ვებგვერდზე.

10/10/2023

სიახლეებში დაბრუნება