სტუ-ის ინსტიტუტი „ტექინფორმი“ FAO-ს ASTI-ის მასშტაბურ საპილოტე პროექტში ჩაერთო

სტუ-ის ინსტიტუტი „ტექინფორმი“ FAO-ს ASTI-ის მასშტაბურ საპილოტე პროექტში ჩაერთო

 

სტუ-ის ინსტიტუტი „ტექინფორმი“ FAO-ს ASTI-ის მასშტაბურ საპილოტე პროექტში ჩაერთო

26-04-2024
სტუ-ის ინსტიტუტი „ტექინფორმი“  FAO-ს ASTI-ის მასშტაბურ საპილოტე პროექტში ჩაერთო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტმა  (ტექინფორმი), მონაწილეობა მიიღო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინდიკატორების ქსელის (ASTI) სამუშაო შეხვედრაში.

ღონისძიება FAO-ს სათაო ოფისში, რომში (იტალია) გაიმართა და მასში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

ინსტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორის მოადგილის, მარიამ რაზმაძის თქმით, ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ორდღიანი ვორქშოპი, რომელსაც ესწრებოდნენ FAO-ს სტატისტიკის სამმართველოს (ESS), ინოვაციების ოფისის (OIN), კვლევითი ცენტრის NARI-სა და სტატისტიკის ოფისის (NSO) ექვსი ქვეყნის თორმეტამდე მონაწილე. ასევე, ღონისძიების მონაწილე ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ჩამოყალიბდა ჯგუფი, რომელსაც „ტექინფორმი“ უხელმძღვანელებს.

“ორდღიანი ინტენსიური ვორქშოპი საკმაოდ ნაყოფიერად ჩატარდა. განვიხილეთ სოფლის მეურნეობაში ინდიკატორების გამოვლენის მეთოდოლოგია და ინსტიტუციონალიზაციის გზები, რომელიც ASTI - ის მიერაა შემუშავეული. ასევე,  ექვსი ქვეყნის წარმომადგნლებმა მივიღეთ ინფორმაცია, ეროვნულ დონეებზე სტატისტიკური და სამეცნიერო მონაცემების დათვლისა და დამუშავების მოდელების შესახებ და გამოიკვეთა საუკეთესო მაგალითები. საპილოტე პროექტის შესასრულებლად,  შეხვედრის მონაწილე ქვეყნებში განსახორციელებლად დავსახეთ ერთობლივი ამოცანები.  ამ საპილოტე პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და „ ტექინფორმის“ ჩართულობა ძალზე მნიშვნელოვანი და დროულია. ინსტიტუტი, როგორც ქვეყნის სამეცნიერო პროდუქტიულობის შეფასების სამსახური, ეროვნულ დონეზე უხელმძღვანელებს დაგეგმილი სამუშაოების შესრულებას და ანალიტიკური მონაცემების დამუშავებას“, - აცხადებს მარიამ რაზმაძე.

 

სიახლეებში დაბრუნება