სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საზოგადოების წარმომადგენელთა შეკითხვებს ღია სივრცეში უპასუხებს

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საზოგადოების წარმომადგენელთა შეკითხვებს ღია სივრცეში უპასუხებს

 

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საზოგადოების წარმომადგენელთა შეკითხვებს ღია სივრცეში უპასუხებს

09-01-2024
სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საზოგადოების წარმომადგენელთა შეკითხვებს ღია სივრცეში უპასუხებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იწყებს ახალი პროექტის - „გაუგზავნე შეკითხვა რექტორს“ განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, აბიტურიენტების, ასევე, ნებისმიერი დაინტერესებული პირის და საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცეში მოქმედი ნებისმიერი ორგანიზაციისა თუ კერძო პირის შეკითხვებს, გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით, ღიად, ლაივ რეჟიმში უპასუხებს.

საზოგადოების წინაშე რექტორის ღია გამოსვლა, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების დღის, 16 იანვრის წინა დღეს გაიმართება, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს უნივერსიტეტის წინაშე არსებული გამოწვევების მასშტაბურ შეფასება-გაანალიზებას, ასევე, საუნივერსიტეტო სივრცეში დანერგილი სიახლეების, სამეცნიერო მიღწევების, სწავლა-სწავლების პროცესის, კვლევების ინტერნაციონალიზაციის, ადგილობრივი თუ საერთაშორისო მობილობის პროცესისა და გაცვლითი პროგრამების, სასწავლო ინფრასტრუქტურის მოდერნიზების, ჩატარებული და დაგეგმილი რეფორმებისა და სხვადასხვა მიმდინარე თუ პრობლემური საკითხების შესახებ საზოგადოების და განსაკუთრებით, სამიზნე ჯგუფების ინფორმირებას ინტერაქციურ, კითხვა-პასუხის რეჟიმში.

როგორც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აცხადებენ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა აქვს, წინასწარ გაუგზავნოს შეკითხვა სტუ-ის რექტორს. აკადემიკოსი დავით გურგენიძე ყველა შეკითხვას 15 იანვარს, 13:00 საათიდან, უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდზე - https://www.facebook.com/gtu.ge ლაივ რეჟიმში, საათნახევრის განმავლობაში უპასუხებს.

პროექტში - „გაუგზავნე შეკითხვა რექტორს“ მონაწილეობის მსურველები, მიმდინარე წლის 9 იანვრიდან 14 იანვრის 17:00 საათამდე, შეკითხვების გაგზავნას, ანონიმურობის დაცვით, შეძლებენ ბმულზე: http://bit.ly/47st8Wf

ასევე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, 10 იანვრიდან 14 იანვრის 17:00 საათამდე, შეუძლია დაუკავშირდეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცხელ ხაზს - 2 771 111 და ავტომატურ რეჟიმში დატოვოს შეკითხვა. გარდა ამისა, შეკითხვების გაგზავნა 15 იანვარს, რექტორის ლაივ გამოსვლის პროცესშიც იქნება შესაძლებელი.

რექტორის გამოსვლა, რომელზეც ის საზოგადოების წარმომადგენელთა შეკითხვებს ღია სივრცეში უპასუხებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების საზეიმო თარიღს ეძღვნება და ის მომავალშიც ყოველ 15 იანვარს გაიმართება.

 

სიახლეებში დაბრუნება