სტუ-ის სტუდენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საინჟინრო განყოფილების უფროსი შეხვდა

სტუ-ის სტუდენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საინჟინრო განყოფილების უფროსი შეხვდა

 

სტუ-ის სტუდენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საინჟინრო განყოფილების უფროსი შეხვდა

13-11-2023
სტუ-ის სტუდენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საინჟინრო განყოფილების უფროსი შეხვდა


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური სერვისების ცენტრის ინიციატივითა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, გრძელდება უნივერსიტეტის სტუდენტების შეხვედრები კურსდამთავრებულებთან ახალი პროექტის - „სტუ-ჩემი წარმატების ფორმულა“ - ფარგლებში.

სამშენებლო ფაკულტეტზე, ამავე ფაკულტეტის წარმატებული კურსდამთავრებული, თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საინჟინრო განყოფილების უფროსი ირაკლი სალაძე, სტუდენტებს შეხვდა.


„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე სწავლა იმ პერიოდში მომიწია, როცა საქართველო და შესაბამისად, უნივერსიტეტი გადარჩენისთვის იბრძოდა. ეს იყო ურთულესი დრო, თუმცა, თითოეული სტუდენტი და პედაგოგი, ვცდილობდით, მოცემულობის მიუხედავად, სწავლა-სწავლების პროცესი არ ჩაგვეგდო და საინტერესო გაგვეხადა. გავიდა წლები და დღეს სამშენებლო ფაკულტეტზე სწავლა პრესტიჟული, საინტერესო და რაც მთავარია ევროპული სტანდარტების შესაბამისია. დღეს სტუდენტს მრავალი შესაძლებლობა აქვს თავისი ცოდნა გააფართოოს, ჩაერთოს პროექტებში, რის შესაძლებლობასაც იძლევა უნივერსიტეტი. ბედნიერი ვარ, რომ ვსწავლობდი აქ და სასიხარულოა, რომ უნივერსიტეტის პრესტიჟი ძალიან გაზრდილია. მადლობა ჩემს პედაგოგებს, უნივერსიტეტს და იმ სტუდენტებს, რომელთაც დღეს კიდევ ერთხელ დამაბრუნეს მშობლიურ სივრცეში“, - განაცხადა ირაკლი სალარიძემ.


შეხვედრის დასასრულს, სტუ-ის სტუდენტური სერვისების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან ფიფიამ მადლობა გადაუხადა რექტორს, დავით გურგენიძეს მხარდაჭერისათვის და ირაკლი სალაძეს სტუმრობისთვის.

პროექტი - „სტუ - ჩემი წარმატების ფორმულა“, რომლის არსი ცალკეული ფაკულტეტების წარმატებული კურსდამთავრებულების სტუდენტებთან შეხვედრაში მდგომარეობს, თოთხმეტივე ფაკულტეტზე განხორციელდება.

 


სიახლეებში დაბრუნება