თბილისის პიარის დღეები

თბილისის პიარის დღეები

 

თბილისის პიარის დღეები

07-11-2023
თბილისის პიარის დღეები


3 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, კომუნიკაციების სფეროში, საქართველოში საერთაშორისო ფორუმი  “თბილისის პიარის დღეები -2023” გაიმართა.  ღონისძიებაზე განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი თამარი დევიძე („საზოგადოებასთან ურთიერთობა“  სასწავლო კურსის ლექტორი), რომელიც ფორუმზე ამავე ფაკულტეტის III კურსის, 111/115 ჯგუფის სტუდენტებთან ერთად იმყოფებოდა.

ფორუმი მიზნად ისახავდა  საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროს განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და ასევე,  დამაკავშირებელი ხიდის შექმნას წამყვან სპეციალისტებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას შორის.

ფორუმის ფარგლებში საზოგადოებასთან ურთიერთობის, ქართველი და მსოფლიოში წამყვანი სპეციალისტები, ყველაზე აქტუალურ საკითხზე – პიარში ხელოვნური ინტელექტის როლზე საუბრობდნენ, მათ შორის  იყვნენ  პიარ თეორიების ფუძემდებელი -  ჯეიმს გრუნიგი, ნიკოლო აუგუსტო მანიკა – გიზმას ბიზნეს სკოლა, პროფესორი; მაკ მერსონი – Ambrosia Consulting-ის თანადამფუძნებელი; გიორგი არველაძე – “Xtar”-ის ბიზნესის ზრდის ხელმძღვანელი და სხვ.

დამსწრე საზოგადოებისთვის ფორუმი ძალიან საინტერესო  და სასარგებლო აღმოჩნდა.   სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ხელოვნური ინტელექტის სამყაროში მოგზაურობამ საოცარი ემოციები დატოვა. სტუდენტები საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში სიახლეებს გაეცვნენ და შემდეგ წელს ფორუმზე დასწრების სურვილი გამოთქვეს.

 

სიახლეებში დაბრუნება