სტუ-ის რექტორი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გლობალური კამპუსის დეკანს შეხვდა

სტუ-ის რექტორი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გლობალური კამპუსის დეკანს შეხვდა

 

სტუ-ის რექტორი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გლობალური კამპუსის დეკანს შეხვდა

19-10-2023
სტუ-ის რექტორი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გლობალური კამპუსის დეკანს შეხვდა


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გლობალური კამპუსის დეკანს იან გიბსონს და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს დეკანს ჰალილ გიუვენს შეხვდა.

რექტორმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ-საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სტუმრებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების შესახებ ესაუბრა.

სტუ-ის რექტორის თქმით, საქართველოს მთავრობისა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) მიერ აკრედიტებულ ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგებში. აღნიშნული პროგრამები საქართველოს სამ სახელმწიფო, მათ შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ინგლისურენოვანმა საგანმანათლებლო პროგრამამ - ბიოსამედიცინო ინჟინერია, ABET აკრედიტაცია მოიპოვა, ეს არის წარმატებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მოსაპოვებლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი ერთდრულად ამზადებს სამოქალაქო ინჟინერიის ქართულენოვან და ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ მიმართულებითაც გვექნება წარმატება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ბატონ ჰალილ გიუვენის დამსახურება უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის კუთხით. უნივერსიტეტს ბევრი გეგმა აქვს, რომლის განხორციელების საშუალებებიც არსებობს. ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი და მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის“, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გლობალური კამპუსის დეკანს იან გიბსონმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ადევნებს თვალს და აღფრთოვანებულია შედეგებით. იან გიბსონის თქმით, ის გააგრძელებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრის შემდეგ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გლობალური კამპუსის დეკანი იან გიბსონი და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს დეკანი ჰალილ გიუვენი სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ფაკულტეტების დეკანებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.  

 

სიახლეებში დაბრუნება