სტუ 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნავს

სტუ 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნავს

 

სტუ 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნავს

25-09-2023
სტუ 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2023-2024 აკადემიური წლის 25 სექტემბრიდან დაწყებას მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნავს. ღონისძიებას უნივერსიტეტი პირველკურსელთა ახალი, 101-ე ნაკადის მიღებასა და სტუდენტთა დახვედრას მიუძღვნის.

სტუდენტთა დახვედრის ღონისძიება - WELCOME TO GTU – 25 სექტემბერს, 18:00 საათიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ღია სივრცეში (მერაბ კოსტავას 77, სააკაძის მოედნთან) გაიმართება: სტუდენტთათვის მოეწყობა გასართობი სივრცეები; 19:00 საათიდან სტუ-ის მუსიკალური ჯგუფი - The Blackberries პირველკურსელებს, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის ყველა სტუდენტს დაუვიწყარ კონცერტს ცოცხალი შესრულებით მიუძღვნის. საკონცერტო პროგრამას კი სტუ-ის სტუდენტი, DJ ლაშა სულთანიშვილი გააგრძელებს და ახალგაზრდებს საუკეთესო კომპოზიციებს შესთავაზებს.

კონცერტის დაწყებამდე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სახელით, პირველკურსელთა 101-ე ნაკადს ცხოვრების ახალ გზაზე წარმატებებს უსურვებს და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი კონცერტი, 23:00 საათზე, საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.

სიახლეებში დაბრუნება