ENGLISH VERSION       
 
 
 
 
 
 

 

სტუ- ისტორია
“ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესორთა საბჭო
სხდომის დღიური
N36
 
30 დეკემბერი 1921 წ.
 
დაესწრენ: პროფ. და დოცენტები: ივ. ჯავახიშვილი, ალ. ჯავახიშვილი, ალ. დიდებულიძე, გ. წერეთელი, მ. შალამბერიძე, ა. ხარაძე, რცხილაძე, ს. ქურდიანი, ნ. ყიფიანი, კ. კეკელიზე, მ. პოლიექვტოვი, გ. ღამბარაშვილი, გ. ჯავახიშვილი, ნ. მუსხელიშვილი, ა. რაზმაძე, შ. ნუცუბიძე, ა. შანიძე, თვალჭრელიძე, დ. უზნაძე
 
თავმჯდომარე:   ივ. ჯავახიშვილი,         მდივანიდ. უზნაძე
 
I. განიხილეს: ტეხნიკური ფაკულტეტის სასწავლო გეგმის შემმუშავებელი კომისიის თავმჯდომარის მოხსენება და თვით კომისიის ოქმი.
ცნობა: თანახმად კომისიის დადგენილებისა, სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი სამ განყოფილებას უნდა შეიცავდეს: . სააღმშენებლოს, . მექანიკურს, და . სამთომადნის, რადგანაც სამივე განყოფილების პირველი კურსის მასალა თითქმის ერთი და იგივეა, კომისიის შესაძლებლად მოაჩნია 1922 წლის იანვარში გაიხსნას მხოლოდ ერთი სემესტრი \I ან II\ ყველა განყოფილებისათვის საერთო.
 
დაადგინეს: 1922 წლის იანვარში გაიხსნას სატეხნიკო ფაკულტეტის ერთი სემესტრი (I ან II, საჭიროების მიხედვით), თანახმად კომისიის მოხსენებისა.” 
20-იანი წლების დამდეგს საქართველოში სახალხო მეურნეობის აღდგენისა და განვითარების ფართო პროგრამა დაისახა, მისი განხორციელება სხვადასხვა პროფილის მქონე საინჟინრო კადრების მომზადებას მოითხოვდა. ამის გამო თბილისის უნივერსიტეტის წინაშე დაისვა საკითხი, პოლიტექნიკური ფაკულტეტის დაარსების შესახებ, რაზეც 1921 წლის 16 ნოემბერს, წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ იმსჯელა.  
1921 წლის 30 დეკემბერს პროფესორთა საბჭომ განიხილა პროფ. ა. დიდებულიძის მოხსენება კომისიის მიერ ჩატარებული მუშაობის შესახებ, რის საფუძველზეც გადაწყდა 1922 წლის იანვარში სატექნიკო ფაკულტეტის ერთი სემესტრის გახსნა (ნავარაუდევი იყო საჭიროების შემთხვევაში მეორე სემესტრის გახსნაც).  
1922 წლის 16 იანვარს საზეიმოდ გაიხსნა პოლიტექნიკური ფაკულტეტი. მის პირველ სხდომას თავმჯდომარეობდა უნივერსიტეტის რექტორი ივანე ჯავახიშვილი, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართული მეცნიერებისა და სახალხო მეურნეობისათვის უმაღლესი ტექნიკური განათლების მქონე მაღალკვალიფიციური ეროვნული კადრების მომზადება. პოლიტექნიკური ფაკულტეტის დეკანად აირჩიეს პროფ. ა. დიდებულიძე, მდივნად _ დოც. ივ. თულაშვილი.  
1922 წლის 16 იანვარს, პოლიტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტებს პირველი ლექცია მათემატიკაში ანდრია რაზმაძემ წაუკითხა. ამით დაიწყო სასწავლო პროცესი ქართული საინჟინრო კადრების მოსამზადებლად.
 
პოლიტექნიკური ფაკულტეტი 1922 წელს
სამშენებლო განყოფილება
  1. არქიტექტურული სპეციალობა;
  2. ჰიდროტექნიკური სპეციალობა;
  3. საგზაო სპეციალობა;
მექანიკური განყოფილება
  1. ელექტრომექანიკური სპეციალობა;
  2. ჰიდრომექანიკური სპეციალობა;
  3. თერმომექანიკური სპეციალობა;
სამთამადნო განყოფილება
  1. სამთო სპეციალობა;
  2. მეტალუპგიული სპეციალობა;
  3. ქიმიურ-ტექნოლოგიური სპეციალობა;
 
1922 წლის სექტემბრიდან, პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე შესვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, აუცილებელი გახდა მისაღები გამოცდების შემოღება (უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტზე მისაღები გამოცდები არ არსებობდა). პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე საკონკურსო საგნები იყო ალგებრა, გეომეტრია და ტრიგონომეტრია.
 
პირველი პედაგოგები
პირველივე სემესტრში პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე პედაგოგიური მუშაობა დაიწყეს ა. რაზმაძემ, ნ. მუსხელიშვილმა, ა. დიდებულიძემ, ა. ბენაშვილმა, გ. ნიკოლაძემ, არჩ. ხარაძემ. შემდგომ, ლექციების წაკითხვას შეუდგნენ სწავლული ინჟინრები, რომლებიც გაერთიანებულნი იყვნენ “საქართველოს ტექნიკურ საზოგადოებაში” და პრაქტიკული საინჟინრო მოღვაწეობის დიდი გამოცდილება ჰქონდათ ი. ვაწაძე, ვ. კაკაბაძე, ლ. დიასამიძე, მ. მაჭავარიანი, მ. ქურდიანი, ა. თვალჭრელიძე, ა. ჯანელიძე, გ. წულუკიძე და სხვები
 
1928 წლის 28 ივნისს შედგა ქართველი ინჟინრების პირველი გამოშვება. ამ დღეს პოლიტექნიკური ფაკულტეტის ექვსმა სტუდენტმა დაიცვა სადიპლომო პროექტი (ნიკოლოზ კალატოზიშვილი, ვიქტორ მამალაძე, ალექსანდრე მიქაბერიძე, ევგენი ჩიქოვანი, ივანე გვიჩია და ირაკლი მაღალაშვილი).
 
1928 წლის 1-ელ ოქტომბერს თბილისის უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის ბაზაზე საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი შეიქმნა.
 
ფაკულტეტები:
სამშენებლო ფაკულტეტი
  1. გზებისა და ხიდების განყ-ბა;
  2. ჰიდროტექნიკური განყ-ბა;
  3. სამოქალაქო მშენებლობის განყ-ბა;
  4. სატრანსპორტო-საექსპლოატაციო განყ-ბა;
მექანიკური ფაკულტეტი
  1. მექანიკური განყ-ბა;
  2. ელექტრომექანიკური განყ-ბა;
სამთო-ქიმიური ფაკულტეტი
  1. სამთო განყ-ბა;
  2. ქიმიუპ-ტექნოლოგიური განყ-ბა.
 ხელმძღვანელობა
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორად შეთავსებით დაინიშნა სახალხო განათლების კომისარი დავით კანდელაკი, პრორექტორად სასწავლო და სამეცნიერო ნაწილში _ ნიკო მუსხელიშვილი, სამთო ფაკულტეტის დეკანად _ გრიგოლ წულუკიძე, სამშენებლო ფაკულტეტისა _ კირიაკ ზავრიევი, მექანიკური ფაკულტეტისა _ გიორგი გედევანიშვილი. გახსნისას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მუშაობდა 20 პროფესორი, 19 დოცენტი, 104 ლექტორი, 38 ასისტენტი.
 
ნიკო მუსხელიშვილის მრავალწლიანმა ნაყოფიერმა მოღვაწეობამ ჯერ უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე, ხოლო შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტექნიკური დარგის ახალგაზრდა მეცნიერთა კადრების აღზრდას, სწავლების აკადემიური დონის ამაღლებასა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის მდიდარი ტრადიციების დაფუძნებას.
 
1930 . _ ჩატარდა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რეორგანიზაცია. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა ექვსი ინსტიტუტი:
1. საქართველოს საინჟინრო-სამშენებლო;
2. ამიერკავკასიის ენერგეტიკული;
3. ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული;
4. ამიერკავკასიის ქიმიურ-ტექნოლოგიური;
5. ამიერკავკასიის მიმოსვლის გზათა ინჟინერთა ინსტიტუტი;
6. ამიერკავკასიის საინჟინრო-მელიორაციული (ეს უკანასკნელი გადატანილ იქნა განჯაში).  
1932 . _ სამთო-მეტალურგიული და ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტების ბაზაზე შეიქმნა ამიერკავკასიის სამთო-ქიმიური ინსტიტუტი.  
1933 . _ სამთო-ქიმიური, საინჟინრო-სამშენებლო და ენერგეტიკული ინსტიტუტები გაერთიანდა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სახელწოდებით.  
1936 , _ ახალი კონსტიტუციის საფუძველზე, ამიერკავკასიის ფედერაციის გაუქმების შემდეგ მას საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი ეწოდა.  
1933 . 8 იანვარს თბილისის უნივერსიტეტი ხელახლა ჩამოყალიბდა როგორც ერთიანი სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულება.  
1947 . _ საქართველოს ინდუსტრიულმა ინსტიტუტმა უმაღლესი ტექნიკური განათლების 25-ე წლისთავი იზეიმა. საკავშირო მთავრობამ იგი შრომის წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვა. ინსტიტუტის დამსახურების აღიარება იყო აგრეთვე მისთვის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სახელის მინიჭება. ამ დროს ინსტიტუტში არსებობდა 6 ფაკულტეტი (სამშენებლო, ენერგეტიკული, სამთო, ქიმიურ-ტექნოლოგიური, მექანიკა-მანქანათმშენებლობის, მეტალურგიული). საინჟი¬ნრო კადრების მომზადება 22 სპეციალობაში ხდებოდა.  
1959 . _ საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტს შეუერთდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი.  
1972 . _ ფართოდ აღინიშნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის 50 წლის იუბილე. იგი ლენინის ორდენით დაჯილდოვდა. იუბილეში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ჩამოვიდნენ ვარშავის, კიევის, პრაღის, ბუქარესტის, ბაქოს, ერევნის, ბრნოს, ალმა-ათის, კრაკოვის, კოშიცეს, კაუნასის, ტომსკის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები.  
1972-73 სასწავლო წლის დასაწყისში ინსტიტუტს ჰქონდა 28 ფაკულტეტი და 102 კათედრა.დღის სტაციონარზე 15 ფაკულტეტი ფუნქციონირებდა: 
სამშენებლო ფაკულტეტი (დეკანი პროფ. გ. ნინუა) 2 სპეციალობით _ სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა; სამშენებლო ნაკეთობათა და კონსტრუქციების წარმოება.
კათედრები: მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის; სამშენებლო კონსტრუქციების; სამშენებლო წარმოების ორგანიზაციისა და მექანიზაციის; სამშენებლო მექანიკის; სამშენებლო კონსტრუქციების საღამოსა და დაუსწრებელი სწავლებისათვის; ხიდებისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების; სამშენებლო წარმოების ტექნოლოგიისა და სამშენებლო მასალების . 
ენერგეტიკის ფაკულტეტი (დეკანი დოც. ნ. წივწივაძე) ექვსი სპეციალობით _ ელექტრული სადგურები, ელექტრული სისტემები და ქსელები; სამრეწველო საწარმოების, ქალაქებისა და სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაცია; სითბური ელექტროსადგურები; სამრეწველო თბოენერგეტიკა; ელექტროამძრავი და სამრეწველო დანადგარების ავტომატიზაცია.
კათედრები: თერმოდინამიკისა და ზოგადი თბოტექნიკის (გამგე დოც. ა. ხიდაშელი); ზოგადი და თეორიული ელექტროტექნიკის (დოც. ა. კოტია); ელექტრონული სადგურების, ქსელებისა და სისტემების (დოც. ა. ქურდიანი); სამრეწველო საწარმოთა და ქალაქების ელექტრომომარაგების (დოც. ო. კერვალიშვილი); თბოენერგეტიკული დანადგარების (პროფ. ნ. ნინუა). 
სამთო ფაკულტეტი (დეკანი დოც. დ. ბეჟაშვილი) ექვსი სპეციალობით _ სამარკშეიდერო საქმე; სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა მიწისქვეშა დამუშავების ტექნოლოგია; სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრება; მიწისქვეშა ნაგებობათა და შახტების მშენებლობა; სამთო მანქანები და კომპლექსები; სამთო სამუშაოთა ელექტროფიკაცია და ავტომატიზაცია.
კათედრები: გეოდეზიისა და სამარკშეიდერო საქმის; მარგი წიაღისეულის საბადოთა დამუშავების; მაღაროს აეროლოგიისა და შრომის დაცვის; მარგი წიაღისეულის გამდიდრების; სამთო საწარმოთა ელექტრიფიკაციისა და ავტომატიზაციის; სამთო მანქანების მაღაროს სტაციონარული დანადგარების . 
ქიმიური და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი (დეკანი დოც. ე. ჩხიკვაძე) ათი სპეციალობით _ არაორგანულ ნივთიერებათა და ქიმიური სასუქების ტექნოლოგია; ელექტროქიმიურ საწარმოთა ტექნოლოგია; ჭიდა მასალების ქიმიური ტექნოლოგია; ძირითადი ორგანული და ნავთობქიმიური სინთეზის ტექნოლოგია; კერამიკისა და ცეცხლმედეგთა ქიმიური ტექნოლოგა; მინისა და სიტალების ქიმიური ტექნოლოგია; ქიმიური ბოჭკოების ტექნოლოგია; პურის ცხობის, მაკარონისა და საკონდიტრო წარმოების ტექნოლოგია; საფუართა წარმოების ტექნოლოგია; დაკონსერვების ტექნოლოგია.
კაედრები: ზოგადი და არაორგანული ქიმიის; ორგანული ქიმიის; ფიზიკური და კოლოიდური ქიმიის; სილიკატების ტექნოლოგიის; ზოგადქიმიური და კვების პროდუქტების ტექნოლოგიის; არაორგანულ ნივთიერებათა და ქიმიური სასუქების ტექნოლოგიის; ანალიზური ქიმიის; ელექტროქიმიურ წარმოებათა ტექნოლოგიის; ორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის; ზოგადი და არაორგანული ქიმიის _ საღამოსა და დაუსწრებელი სწავლებისათვის . 
მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი (დოც. გ. ჩიხლაძე) ხუთი სპეციალობით _ მანქანათმშენებლობის ტექნოლოგია; ლითონსაჭრელი ჩარხები და ინსტრუმენტები; კვების საწარმოთა მანქანები და აპარატები; თვითმფრინავთმშენებლობა; მერქნის დამუშავების ტექნოლოგია.
კათედრები: მექანიზმებისა და მანქანების თეორიის; მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის; ლითონსაჭრელი ჩარხების; კვების მრეწვÔლობის საწარმოთა მოწყობილობის; მერქნის დამუშავების; თვითმფრინავთმშენებლობის.  
მეტალურგიის ფაკულტეტი (დეკანი პროფ. ჯ. ლომსაძე) ხუთი სპეციალობით _ შავი ლითონების მეტალურგია; შავი და ფერადი ლითონების სამსხმელო წარმოება; ლითონმცოდნეობა, ლითონების თერმული დამუშავების მოწყობილობა და ტექნოლოგია; ლითონების წნევით დამუშავება; საშემდუღებლო წარმოების მოწყობა და ტექნოლოგია.
კათედრები: ლითონმცოდნეობა და ლითონთა ტექნოლოგიის; სამსხმელო წარმოების; შავი ლითონების ტექნოლოგიის. 
ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი (დეკანი დოც. გ. ჩიხლაძე) ოთხი სპეციალობით _ ელექტრული მანქანები და აპარატები; ავტომატიკა და ტელემექანიკა; ელექტრონული გამომთვლელი მანქანები; მართვის ავტომატიზებული სისტემები.
კათედრები: ელექტრული მანქანების; გამოთვლითი ტექნიკის; ავტომატიკისა და ტელემექანიკის; მართვის ავტომატიზებული სისტემების. 
სატრანსპორტო ფაკულტეტი (დეკანი დოც. ა. შალამბერიძე) რვა სპეციალობით _ ვაგონთმშენებლობა და სავაგონო მეურნეობა; ელექტრული წევა და წევის ავტომატიზაცია; რკინიგზების მშენებლობა, ლიანდაგი და სალიანდაგო მეურნეობა; საავტომობილო გზები; გვირაბები; რკინიგზის ტრანსპორტის ელექტრიფიკაცია; ავტომატიკა, ტელემექანიკა და კავშირგაბმულობა რკინიგზის ტრანსპორტზე; რკინიგზის ექსპლუატაცია.
კათედრები: მოძრავი შემადგენლობის, ელექტრული ტრანსპორტის; გვირაბებისა და მეტროპოლიტენების; ავტომატიკისა და კავშირგაბმულობის რკინიგზის ტრანსპორტზე; რკინიგზის მშენებლობის და სალიანდაგო მეურნეობის; საავტომობილო გზების. 
საინჟინრო ფიზიკური ფაკულტეტი (დეკანი პროფ. ვ. სანაძე) ორი სპეციალობით _ ლითონთა ფიზიკა; ნახევარგამტარები და დიელექტრიკები.
კათედრა - მყარი სხეულის ფიზიკისა და ნახევარგამტარული ელექტრონიკის 
არქიტექტურის ფაკულტეტი (დეკანი დოც. ნ. მგალობლიშვილი). სპეციალობა _ ინჟინერ-არქიტექტორი.
კათედრები: არქიტექტურული გეგმარების; არქიტექტურული კონსტრუქციების; არქიტექტურული გეგმარების შესავლისა და არქიტექტურული გრაფიკის . 
ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი (დეკანი პროფ. ნ. მოწონელიძე) სამი სპეციალობით _ სამდინარე ნაგებობათა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა; წყალმომარაგება და კანალიზაცია; თბოაირმომარაგება და ვენტილაცია.
კათედრები: ჰიდრავლიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა; წყალმომარაგებისა და კანალიზაციის; ფუძე საძირკვლების; თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის.
გეოლოგიის ფაკულტეტი (დეკანი პროფ. გ. ჯაფარიძე) ოთხი სპეციალობით _ მარგი წიაღისეული საბადოების გეოლოგია და ძიება; ნავთობისა და გაზის საბადოების გეოლოგია და ძიება; ჰიდროგეოლოგია და საინჟინრო გეოლოგია; მარგი წიაღისეული საბადოების ძიების ტექნოლოგია და ტექნიკა.
კათედრები: მარგი წიაღისეული საბადოების გეოლოგიისა და ძიების; გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის; მინერალოგიისა და პეტროგრაფიის; ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის; ნავთობისა და გაზის საბადოების ძიებისა და ბურღვის . 
კავშირგაბმულობისა და ელექტრონიკის ფაკულტეტი (დეკანი პროფ. ა. კერესელიძე) ექვსი სპეციალობით _ სამრეწველო ელექტრონიკა; საინფორმაციო-საზომი ტექნიკა; რადიოტექნიკა; ავტომატური ელექტროკავშირგაბმულობა; რადიოკავშირგაბმულობა და რადიომაუწყებლობა; მრავალარხიანი ელექტრო-კავშირგაბმულობა.
კათედრები: სამრეწველო ელექტრონიკის; რადიოტექნიკის; საინფორმაციო-საზომი ტექნიკის; ავტომატური კავშირგაბმულობის; მრავალარხიანი ელექტროკავშირგაბმულობის. 
ავტომექანიკური ფაკულტეტი (დეკანი დოც. დ. პეტრიაშვილი) ოთხი სპეციალობით _ სამშენებლო და საგზაო მანქანები და მოწყობილობა; ავტომობილები და ტრაქტორები; შიგაწვის ძრავები; საავტომობილო ტრანსპორტი.
კათედრები: ავტომობილების რემონტისა და ექსპლუატაციის; ავტომობილებისა და ტრაქტორების; მანქანათა ნაწილებისა და ამწე-სატრანსპორტო მოწყობილობების; შიგაწვის ძრავების. 
სპი ქუთაისის ფაკულტეტის (დეკანი პროფ. კ. იმედაშვილი), სპეციალობები - პურის ცხობის და საკონდიტრო წარმოების ტექნოლოგია; საზოგადოებრივი კვების ტექნოლოგია და ორგანიზაცია; ნატურალური და ქიმიური ბოჭკოების დართვა; გამომყვანი წარმოების მოწყობილობა და ქიმიური ტექნოლოგია; ტრიკოტაჟის წარმოება; სამკერვალო ნაკეთობათა ტექნოლოგია; ტყავის ნაკეთობათა ტექნოლოგია; ქსოვა.
კათედრები: ტექნიკური მექანიკის; მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის; ქიმიის; უმაღლესი მათემატიკის; ფიზიკის; ენების); ქიმიური ტექნოლოგიის; ელექტროტექნიკის; ბოჭკოვან მასალათა ტექნოლოგიის; კვების ტექნოლოგიისა და მოწყობილობის. 
საღამოს სტაციონარულ სწავლებას 7 ფაკულტეტი ემსახურებოდა: თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ჭიათურის, ტყიბულის (ზესტაფონის განყოფილებით), ფოთისა და გორის. დაუსწრებელი სწავლების ფაკულტეტები იყო თბილისსა და სოხუმში (თელავისა და ზუგდიდის საკონსულტაციო პუნქტებით).
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელები ინიშნებოდნენ ხელისუფლების მიერ.
 
1988 წელს პირველად ჩატარდა რექტორის არჩევნები სამეცნიერო საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე. რექტორად არჩეულ იქნა პროფ. გოჩა ჩოგოვაძე.  
1990 . _ საქართველოს პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმა ტექნიკური უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო.  
1992 წ. _ დაარსდა ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი.  
2005 . ოქტომბერ-ნოემბერში დაარსდა ქართული სამეცნიერო პოტენციალის და სტუდენტ-ახალგაზრდობის დასასაქმებლად "საინივაციო ფონდი-ტექნოლოგიური პარკი".  
2006. საქართველოს კანონის უმაღლესი განათლების შესახებ საფუძველზე არჩეული იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო  (2006 წ. 30 ოქტომბერი). აკადემიურ საბჭოს პირველ შემადგენლობაში შედიოდნენ: პროფ. გ. სალუქვაძე, პროფ. ა. ლაშხი, პროფ, რ. Qქაცარავა, პროფ. თ. ჭურაძე, პროფ. რ. თევზაძე, პროფ. ვ. ლაფერაშვილი. Pპროფ. კ. ამირეჯიბი, პროფ. ა. აფხაიძე, პროფ. ა. დუმბაძე, პროფ. თ. ჯაგოდნიშვილი, პროფ. ნ. სიხარულიძე, პროფ. გ. არაბიძე, პროფ. ზ. მგელაძე, პროფ. ნ. ფოფორაძე, პროფ, ზ. გასიტაშვილი, პროფ. თ. ბაციკაძე, პროფ.ზ. ლომსაძე, პროფ. ბ. ბოქოლიშვილი. 
2006. საქართველოს კანონის  უმაღლესი განათლების შესახებ საფუძველზე არჩეული იქნა სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭო (სპიკერი, პროფ. ე. თევზაძე) 
2006. _ საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებით (ფარული კენჭისყრით) სტუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე  დამტკიცდა პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი. 
2006. სტუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად არჩეული  იქნა პროფ. ს. ესაძე.  
2006 .  – სტუ – ს ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორად აირჩიეს პროფ. ვ. პაპასკირი 
2006 .  სტუდენტურმა თვითმმართველობამ ეკლესია-მონასტრების აღდგენით სამუშაოზე გაუშვა 100 სტუდენტი. 
2006 .  27 სექტემბერს სტუდენტურმა თვითმართველობამ, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, მსვლელობა მოაწყო. 
2006 . ჩატარდა ¹1 სტუდენტური თვითმმართველობის ყრილობა, სადაც თვითმმართველობის პრეზიდენტი აირჩიეს. 
2006 . სტუდენტურმა თვითმმართველობამ გარემოს დაცვის ორგანიზაცია “სენმასთან,, ერთად  დასუფთავების აქცია გამართა. 
2006 . სტუდენტურმა თვითმმართველობამ ჩაატარა სტუ-ის ტურნირი ფეხბურთში. 
2006 . სტუდენტურმა თვითმმართველობამ გამართა შეხვედრა მცირე სააქტო დარბაზში  მწერალ რატი ამაღლობელთან 
2006 . სტუ-ის  სტუდენტურმა თვითმმართველობამ მოაწყო საქველმოქმედო აქცია, მოინახულეს  “ძეგვის,, ბავშვთა სახლის აღსაზრდელები”  
2006. სტუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ ჩაატარა ინტელექტუალური ტურნირი “რა? სად? როდის?” 
2006 . სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის მონაწილეობით ტექნიკურ უნივერსიტეტში გადმოაბრძანეს ანჩის ხატი. 
2006 . სტუდენტურმა თვითმმართველობამ ბათუმში თანამშრომლობის  მემურანდუმზე ხელი მოაწერა. 
2006 . სტუდენტურმა თვითმმართველობამ ჩაატარა სემინარი ბოლონიის პროცესთან დაკავშირებით. 
2006 . სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით ბელორუსიის საელჩოსთან  ლუკაშენკოს რეჟიმთან დაკავშირებით მშვიდობიანი აქცია მოეწყო. 
2006 . სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, სტუ-ის სტუდენტები “პატრიოტთა ბანაკებში” წავიდნენ. 
2006 . რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა.  
2006 .  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი “მერანი” მიიწვიეს საბერძნეთში, სადაც მათ  რამოდენიმე სოლო კონცერტი ჩაატარეს. 
2007. 30 მარტს არჩეულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი პროფ. ა. მოწონელიძე. 
2007 წ. გალერეა “უნივერსში” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა კლუბის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ, სტუ-ის ის ცნობილი კურსდამთავრებულები, რომლებიც სხვადასხვა წლებში სწავლობდნენ ტექნიკური უნივერსიტეტში. შეხვედრის ორგანიზება სტუ-ის სტუდენტებთან, კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის და კარიერის სექტორმა ითავა. 
2007 წ. სტუ-ის I კორპუსში გაიხსნა კომპიუტერული ცენტრი, რომელიც სრული დატვირთვით მუშაობს. დღის განმავლობაში, 12 ან 14 ჯგუფი მეცადინეობს და დღეში 300 სტუდენტს მასპინძლობს. 
2007 . სტუდენტების თხოვნით, სალონ “უნივერსს” 26 ოქტომბერს კომპოზიტორი გია მაჭარაშვილი სტუმრობდა. შეხვედრამ თბილ და უშუალო გარემოში ჩატარდა, სადაც ბატონი გიას შემოქმედებაზე და უშულოდ ქართულ შოუბიზნესში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.  
2007 . საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურიგიის ფაკულტეტის დეკანატის, საინჟინრო აკადემიის პრეზიდიუმის, მეტალურგთა საერთაშორისო კავშირის გამგეობისა და რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის საქათველოს განყოფილების ბიუროს ინიციატივით, გურამ ქაშაკაშვილის დაბადების 75 წლის იუბილე აღინიშნა 
2007 წ. 14-იდან 18 ოქტომბრამდე სტუ-ში სტუმრად იმყოფებოდნენ ავსტრიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორი ბ-ნი ჰანს ზუნკელი და საქართველოს საპატიო კონსული ავსტრიაში დიტერ აიგნერი. ხელი მოწერა მემოარნდუმს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და გრაცის უნივერსიტეტს შორის, თანამშრომლობის შესახებ. სტუ და გრაცის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტებს წელსვე გაცვლიან.
2007 . – აკრედიტაციის ცენტრის მიერ საქრთველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მიენიჭა აკრედიტაცია 
2007 . 2008 წლისთვის სტუ-ის შემოსავლებმა შესაძლოა ნახევარ მილიონს მიაღწიოს. ამომწურავ ანგარიშს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია წლის ბოლოს წარადგენს. 
2007 წ. ტექნიკური უნივერსიტეტს გერმანული ფირმა “სიმენსის” წარმომადგენლები ეწვივნენ მათ მასპინძლებს აუწყეს, რომ ჯერ კიდევ 1860 წელს თბილისი-ფოთის სატელეფონო ხაზი მათ დაუმონტაჟებიათ. აღნიშნული ფირმა წარჩინებული სტუდენტებს თავიანთ ფირმაში დაასაქმებს.    
2007 .Gგაუქმდა  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოხუმის, გორი-ცხინვალის, საერთაშორისო ნავთობ-გაზსადენების ექსპლუატაციის (მარნეულის), ზოგადი ტექნიკური და მცირე ბიზნესის (რუსთავის), ჭიათურის, სამცხე- ჯავახეთის, ეკონომიკურ-ტექნიკური (თელავის), ზოგად-ტექნიკური და საინჟინრო ბიზნესის (სენაკის) და რაჭის ფაკულტეტები. 
2007 . სტუ-ის ფაკულტეტების სტრუქტურაში შეიქმნა დეპარტამენტები; შემუშავდა დეპარტამენტების დებულება. 
2007 . აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოსთან ერთად შეიმუშავა სტუ-ის განვითარების სტრატეგიული გეგმა.  
2007 . 29 იანვრიდან 2007 წლის 13 აპრილამდე აკადემიური საბჭოს მდივნის მოვალეობას ასრულებდა პროფ. თ. ჯაგოდნიშვილი. 
2007 წლის 23 თებერვლი _ საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებით დამტკიცდა სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტი. 
2007 . 13 აპრილს აკადემიური საბჭოს მდივნად არჩეულ იქნა პროფ. გ. სალუქვაძე.  
2007 წლის 30 აპრილი _ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებით დამტკიცდა სტუ-ის 2007 წლის ბიუჯეტი. 
2007 წლის 30 აპრილი _ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებით დამტკიცდა სტუ-ის აკადემიური პერსონალის სახელფასო განაკვეთები. 
2007 წლის 23 მაისის _ წარმომადგენლობითმა საბჭომ განიხილა,  კენჭი უყარა და ერთხმად დაამტკიცა სტუ-ის წესდება. 
2007 წლის 30 მაისი _ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებით დამტკიცდა სტუ-ის ეთიკის კოდექსი. 
2007 წლის 30 მაისი _ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებით დამტკიცდა ადმინისტრაციის დამხმარე პერსონალის სახელფასო განაკვეთები. 
2007 წლის 20 ივნისი _საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებით დამტკიცდა ადმინისტრაციის დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესი. 
2007 წლის 27 ივნისი _ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებით დამტკიცდა ფაკულტეტების სტრუქტურა და დეპარტამენტების დებულებები. 
2007 წლის 23 ივლისი _ წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა სტუ-ის ფაკულტეტების:  სამშებლო, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის, სამთო-გეოლოგიური, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, არქიტეტურის, ურბანისტიკის და დიზაინის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის, ჰუმანიტარულ-სოციალური დებულებები და სტრუქტურა. 
2007 წლის 10 ოქტომბრი _ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებით ერთხმად  დამტკიცდა ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დებულებები. 
2007 წლის 24 დეკემბრი _ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებით დამტკიცდა ბიუჯეტის შედგენის წესი. 
2007 წლის 28 დეკემბრი _ სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი 2008 წლის სტუ-ის ბიუჯეტის დამტკიცებას. 
2007 . _ სტუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ 100 სტუდენტი გაუშვა ეკლესია-მონასტრების აღდგენით სამუშაოზე, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ს ლოცვა-კურთხევით. 
2007 . _ სტუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ ჩაატარა ფეხბურთის ტურნირი ფაკულტეტებს შორის. 
2007 . _ სტუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ ჩაატარა ბილიარდის ტურნირი. 
2007 . _ სტუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ  მოაწყო  მაგიდის ჩოგბურთი  სტუდენტების ინიციატივით. 
2007 . _ სტუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ ჩაატარა ქუჩის კალათბურთი (სტრეეტბოლი). 
2007 . _ სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაკეთდა ტრეინინგ-სემინარი ბაკურიანში თემაზე “ახალგაზრდა ლიდერები,, 
2007 . _ სტუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ მოაწყო მშვიდობიანი აქცია ნარკომანიის წინააღმდეგ. 
2007 . _ სტუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ  მოაწყო შეხვედრა მცირე სააქტო დარბაზში “NATO”-ს თემაზე. 
2007 . _ სტუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ გამართა შეხვედრა მცირე სააქტო დარბაზში მეუფე ანანიასთან და მეუფე სტეფანესთან ნარკომანიის წინააღმდეგ. 
2007 . _ სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის  ინიციატივით  და ორგანიზებით მოეწყო ფაკულტეტების ექსკურსიები. 
2007 . _ სტუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ  ჩაატარა ინტელექტუალური ტურნირი  “რა? სად? როდის?” 
2007 . _ სტუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ  ჩაატარა თვითმმართველობის ყრილობა 12, სადაც განხილული იქნა სამომავლო გეგმები. 
2007 . _ სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი “მოდი ნახეში”. 
2007 . _ სტუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ კონცერტი მიუძღვნა სტუდენტური კავშირის 16 წლის იუბილეს. 
2007 . _ სტუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ მოაწყო საქველმოქმედო აქცია. მოინახულა კასპის ინვალიდთა სახლი. 
2007 . _ სტუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ მოაწყო მშვიდობიანი აქცია აფხაზეთის თემაზე. 
2007 . _ სტუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ გამართა ‘სტუდენტური რთველი 2007”.
2007 . 9 აპრილს სტუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ  მოაწყო მსვლელობა “9 აპრილის” მემორიალთან. 
2007 . 27 სექტემბერს სტუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ მოაწყო მსვლელობა  სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით
2007 . _ სტუ-ის ვაჟთა სახალხო კაპელამ მიიღო მონაწილეობა პროექტში “თაობა 21” 
2007 . _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლმა “მერანმა” წარმატებით იმოგზაურა გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიასა და ქატარში.  
2007 . _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრი-სტუდია “მოდინახე” მიიწვიეს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკის ქ. კარლსრუეში, სადაც სტუ-ის თეატრალურმა დასმა წარადგინა ლაშა თაბუკაშვილის პიესა “დარაბებს მიღმა გაზაფხულია”. 
2008 . _ ჩატარდა კონკურსი სტუ-ის  ახალ ემბლემაზე (ავტორები  ვ. ბახტაძე და გ. სალუქვაძე) 
2008 . _აკადემიურმა საბჭომ მიიღო ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი დევიზი ,,სწავლა ცხოვრებისათვის” 
2008. თანახმად საქართველოს კანონისა ,,უმაღლესი განათლების შესახებ” და სტუ-ის წესდებისა, ერთი მესამედით განახლდა აკადემიური საბჭოს შემადგენლობა. Aახლი ვადით აკადემიური  საბჭოს შემადგენლობაში შეყვანილი იქნენ პროფ. ო. ზუმბურიძე, პროფ. გ. აბრამიშვილი, პროფ. ლ. იმნაიშვილი, პროფ. ა. ლაშხი. Pპროფ. გ. სალუქვაძე. 
2008 . _ სტუ-ის  ,,შედუღების” ცენტრს ეწოდა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, პროფ. სოზარ იაკობაშვილის სახელი. 
2008 . _ სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის შემადგენლობაში შეიქმნა ,,ბიოენერგეტიკული ტექნოლოგიების” სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. 
2008 . _ სტუ-ის “საპატიო დოქტორად” არჩეულ  იქნა ცნობილი მეცნიერი მუჰამედ რაუფი. 
2008 . _ შეიქმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიმნი, რომლის ტექსტისა და მუსიკის ავტორია კომპოზიტორი თ. სალუქვაძე  
2008 წლის 9 ივლისი _ სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებით დამტკიცებულ იქნა სტუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2007 წლის ანგარიში. 
2009 წლის 23 ივლისი _ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებით, ერთხმად დამტკიცდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შინაგანაწესი. 
2008 . _ სტუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ 100 სტუდენტი გაუშვა ეკლესია-მონასტრების აღდგენით სამუშაოზე. 
2008 . _ სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაკეთდა  სიმპოზიუმი ბათუმში 
2008 . _ სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა შეკრება ტაბახმელაში, სადაც განიხილეს სამომავლო გეგმები და ხელი მოაწერეს თანამშრომლობას მემურანდუმზე 
2008 . _ სტუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ  ჩაატარა ტურნირი ქუჩის კალათბურთში 
2008 . _ სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის  ინიციატივითA და ორგანიზებით ჩატარდა  მეუფე ანანიას ლექცია სტუ-ის მცირე სააქტოში დარბაზში  
2008 . _ სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაკეთდა აქცია ენგურის ხიდზე  
2008 . _ სტუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ ჩაატარა სპორტული აქცია “შემდეგი გაჩერება სოხუმი” 
2008 . _ სტუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ გამართა სტუდენტური რთველი 2008 
2008 . _ ჩატარდა 13 სტუდენტური თვითმმართველობის ყრილობა, სადაც აირჩიეს თვითმმართველობის პრეზიდენტი თემურ დუნდუა 
2008 . _ სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ადმინისტრაციული კორპუსის წინ 33ა-ს კონცერტი ჩატარდა 
2008 . სტუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ ჩაატარა საქველმოქმედო კონცერტი თეატრ-სტუდია “მოდინახეში” 
2008 . _ სტუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ  და თეატრ-სტუდია “მოდი ნახემ  ერთობლივი გადაწყვეტილებით ჩაატარეს უფასო სპექტაკლი “მოდი ნახეში” 
2008 . _ სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით  ჩატარდა ტურნირი ჟანი კალანდაძის სახელობის თასზე ფეხბურთში 
2008 . _ 9 აპრილს სტუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ  მოაწყო მსვლელობა “9 აპრილის” მემორიალთან 
2008 . _ სტუ-ის სტუდენტური  თვითმმართველობა იმყოფებოდა მარტყოფის ბავშვთა სახლში, სადაც სტუდენტებმა იქ მყოფ ბავშვებს ჩაუტანეს საჩუქრები. 
2008 . _ სტუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ სტუდენტებისათვის ექსკურსია მოაწყო 
2008 . _ სტუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ  მოაწყოKკლუბური საღამო 
2008 . _ სტუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ გამართა გასართობი საღამო ”london pub”-ში 
2008 . _ სტუ-ის სტუდენტური  თვითმმართველობის ინიციატივით ჩატარდა  სემინარი ბაკურიანში “ახალგაზრდა ლიდერები” 
2008 . სტუ-ის ვაჟთა სახალხო კაპელამ მიიღო მონაწილეობა პროექტში “თაობა 21” 
2008 წ. _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა “მერანმა” და ხალხური სიმღერის ანსამბლმა “საგალობელმა” გერმანიაში, ქალაქ ფრანქფურტში, “ქართული კულტურის” დღეებისადმი მიძღვნილი ერთობლივი კონცერტი ჩაატარეს.  
2008 წ. _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი “მერანი” მიიწვიეს `Viljandi Parimusmuusika Festival”-ზე ესტონეთში. ანსამბლის კონცერტებს ესწრებოდა თავად ესტონეთის პრეზიდენტი. 
2008 წ. 20 დეკემბერს საქველმოქმედო აქცია მოეწყო, აქციის ორგანიზატორი სტუ-ის მსუბუქი მრეწველობის მოდელირებისა და ტექნოლოგიის (126-ე) კათედრა იყო, ისინი საჩუქრებით ხელდამშვენებულები ახალგორის ბავშვთა სახლს ეწვივნენ და პატარები გაახარეს. 
2008 წ. _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების კათედრის პროფესორის თემურ ბუტიკაშვილის ფილმი “ჩამოფასებულები” ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე წარადგინეს, ნომინაციაში “საუკეთესო ევროპული მოკლმეტრაჟიანი ფილმი”. “ჩამოფასებულების” გადაღება 2005 წლის ზაფხულში დაიწყო და 2007 წელს დასრულდა. 
2008 წ. _ დიდი ხანი არ არის, რაც ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე მომავლის მეცნიერება, ხელოვნური ინტელექტის მიმართულება ჩამოყალიბდა. აღნიშნული სფერო ადამიანის ენის ტექნიკასთან მაქსიმალურად დაახლოებას ისახავს მიზნად. 
2008 . _ ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ კოტე კამკამიძის დაბაებიდან მე-80 და სამეცნირო პედაგოგიური მოღვაწეობის 55- ლისთავ აღინიშნა. 
2008 წ. _ ბრიტანელი და ქართველი პროფესორების ძალისხმევით უნიკალური, ანალოგის არმქონე დიდი ქართულ - ინგლისური ლექსიკონის ორტომეული შეიქმნა. ლექსიკონის ერთ-ერთი თანაავტორის, სტუ-ის პროფესორ ლევან ჩხაიძის თქმით,  ლექსიკური მარაგი ურეცედენტოა და 140 000 სიტყვას შეადგენს. ინიციატივა ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორებს, დონალდ რეიფილდსა და ლაურენს ბროვსს ეკუთვნის. 
2008 წ. _ საქართველოს საპატრიაქომ ტექნიკურ უნივერსიტეტს ჰუმანიტარული საჩუქარი გადასცა, რომელიც მთლიანად გამომცემლობა “ნოვას” მიერ 2007 წელს გამოცემული წიგნებითაა დაკომპლექტებული. 
2008 წ. 22 თებერვალს დაიწყო და სამ დღეს გაგრძელდა სტუ-ის თანამშრომელთა მიზნობრივი მომზადების კურსები, რომელიც მიზნად თანამშრომელთა მიერ ფაკულტეტებზე უკვე არსებული კომპიუტერული იმფრასტრუქტურის მომსახურებას ისახავს. 
2008 წ. _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საშენი მასალებისა და ნაკეთობების კათედრა, დაარსების დღიდან მოყოლებული, სტუდენტთა მომზადებასთან ერთად, სამეცნიერო კვლევით სამუშაოსაც ეწევა. მათ ახლახან ცემენტი შექმნეს, რომელიც მდგრადობით არსებულ ანალოგიურ პროდუქციას არ ჩამოუვადება და ამავდროულად სიიაფით გამოირჩევა 
2008 წ. _ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ის ერთ-ერთი პროექტი შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ენერგომომარაგების სისტემის განვითარებას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში დასაქმებული არიან სტუ-ის როგორც ბაკალავრიატის, ასევე დოქტურანტურის სტუდენტები. 
2008 წ. 10 ივნისს ტექნიკური უნივერსიტეტის მცირე სააქტო დარბაზში იმ სტუდენტების საზეიმო დაჯილდოება გაიმარა, რომლებმაც განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი რეზერვში ყოფნისას. ქვეყნის მასშტაბით 55 სტუდენტი დაჯილდოვდა, მათ შორის დიდი უმრავლესობა, 44 რეზერვისტი, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.
2008 წ. _ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, სახელმწიფო პრემიის ლაურეანტის პროფესორ ალექსი გორგაძის ხსნოვნისადმი მიძღვნილი III საერთაშორისო კონფერენცია. 
2008 წ. 6 ივნისს საქართველოს გერმანული “სანდკორნ” თეატრის ხელმძღვანელი ზიგფრიდ კრაინერი ესტუმრა. გერმანელებსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ “მოდინახეს” დიდი ხნის თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებს. გასულ წელს თეატრი “მოდინახე” გერმანიას ერთი კვირით სტუმრობდა. 
2009. 14 თებერვალს  სტუ-ის რექტორად აკადემიური საბჭოს მიერ ერთხმად არჩეული იქნა პროფ. ა. ფრანგიშვილი. 
2009 წ. 21 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სტუ-ის რექტორმა, პოფესორმა არჩილ ფრანგიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. 
2009 წლის 10 ივნისი _ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებით დამტკიცდა სტუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. 
2009 . _ მიღებულ იქნა სტუ-ის საგამომცემლო სახლ ,,ტექნიკური უნივერსიტეტის” ახალი დებულება.
2009 . _ შეიქმნა სტუ-ის საგამომცემლო სახლ ,,ტექნიკური უნივერსიტეტის” სამეურვეო საბჭო, შემდეგი შემადგენლობით:
           პროფ. გ. აბრამიშვილი
           პროფ. თ. ჯაგოდნიშვილი
           პროფ. გ. მჭედლიძე
           პროფ. ჯ. ბერიძე
           პროფ. ა.  შავგულიძე
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა პროფ. ა. შავგულიძე, სწავლულ მდივნად პროფ. გ. აბრამიშვილი. 
2009 . _ ჩატარდა ღია კონკურსი სტუ-ის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად. 
2009 . _ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით დაევალა პროფ. გ. სალუქვაძეს სტუ-ში მომხდარი მნიშვნელოვანი  მოვლენების, ფაქტების დაფიქსირება და შეგროვება უნივერსიტეტის მატიანეს შემდგომი განვითარების  მიზნით. 
2009 . _ შეიქმნა გაზეთ ,,ტექნიკური უნივერსიტეტის სარედაქციო კოლეგია შემდეგი შემადგენლობით: 
  1. ო. ზუმბურიძე - (კოლეგიის თავმჯდომარე, მთ. რედაქტორი)
  2. ნ. ბრეგაძე - რედაქტორი
  3. თ. ჯაგოდნიშვილი - კოლეგიის წევრი
  4. რ. ლორთქიფანიძე - კოლეგიის წევრი
  5. ა. შავგულიძე - კოლეგიის წევრი
  6. მ. ზვიადაძე - კოლეგიის წევრი.
2009 . 10 ივნისი _ დამტკიცდა და წარმატებულად შეფასდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ 2008 წელს შესრულებული სამუშაოს წარმოდგენილი ანგარიში. 
2009 . 23 ივლისი _ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებით, ერთხმად დამტკიცდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შინაგანაწესი. 
2009 . _ სტუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ ეკლესია-მონასტრების აღდგენით სამუშაოზე გაუშვა 100 სტუდენტი. 
2009 . _ სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით მოეწყო ექსკურსიები 
2009 . სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით მოეწყო ლაშქრობა  ყაზბეგში 
2009 . _ სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა მეუფე ანანიას ლექცია “საქართველოს მართლმადიდებლური ელკესიის ურისდიქცია საზღვრებზე”. 
2009 . _ სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით და ორგანიზებით ჩატარდა ჟანი კალანდაძის სახელობის თასი ფეხბურთში 
2009 . _ სტუ-ის ვაჟთა სახალხო კაპელამ მიიღო მონაწილეობა პროექტში “თაობა 21” 
2009 _ 7-12 ივლისს თურქეთის ქალაქ ბურსაში ფოლკლორული ცეკვების 23-ე საერთაშორისო კონკურსი “ALTIN KARAGÖZ” გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს 23 ქვეყანა მონაწილეობდა. კონკურსზე საქართველოს სტუ-ის ქორეოგრაფიული ანსამბლი “მერანი” წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კონკურსზე 23 ქვეყანას შორის გაიმარჯვება და პირველი ადგილი წილად ხვდა ანსამბლ “მერანს”. 
2009 . _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრი-სტუდია “მოდინახე” მიიწვიეს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სადაც სტუ-ის თეატრალურმა დასმა წარადგინა განახლებული დადგმა ვ. კოროსტილევის პიესისა “ფიროსმანი”.

 

 

 

 

 


"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი © 2004 ყველა უფლება დაცულია"
საიტის შექმნის თარიღი: 16.03.2000 | ბოლო განახლების თარიღი: 06/09/2010