მემორანდუმი ”ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფსა” და სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის
26 აპრილს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სასწავლო შახტი-ლაბორატორიას სტუმრობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი.
სტუმარი გულისყურით გაეცნო სასწავლო შახტი-ლაბორატორიაში მიმდინარე სასწავლო პროცესს, დაინტერესდა საშახტო მექანიზმებისა და დანადგარების მუშაობით, გაესაუბრა სტუდენტებს.
სტუმარს განმარტებებს აძლევდა სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი პროფ. ი. გუჯაბიძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი პროფ. ა. ფრანგიშვილი.
დასასრულს მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ შახტი-ლაბორატორიას გააჩნია ფართო პერსპექტივები, არამარტო ადგილობრივი, არამედ უცხოელი სპეციალისტების მომზადების საქმეში და დახმარება აღუთქვა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სასწავლო შახტი-ლაბორატორიის დღევანდელი პრობლემების მოგვარების საქმეში.
კონკურსი ელიზბარ მინდელის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად
საიუბილეო სხდომა
6 ნოემბერს 14 საათზე, სტუ-ს მცირე სააქტო დარბაზში შედგება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწის, პროფესორ გრიგოლ წულუკიძის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა.