![]() |
|
მთავარი დეპარტამენტი ისტორია მუზეუმი კურსები მეცნიერება წიგნები სწავლება პრაქტიკა კონფერენცია |
შემფასებელთა სპეციალიზირებული კურსები
მოკლევადიანი კურსები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მინერალოგიის, პეტროლოგიისა და გეოქიმიის კათედრის ბაზაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციასთან ერთად 1999 წელს (ბრძანება #21, 29.03.99) ჩამოყალიბდა ქვეყანაში ერთადერთი სათანადო ლიცენზიის მქონე შემფასებელთა სპეციალიზირებული კურსები(“ძვირფასი ლითონები” და ძვირფასქვიანი საიუველირო ნაწარმი”), რომლებიც თავის საქმიანობას წარმართავს სამეურნეო ანგარიშსა და თვითდაფინანსების პრინციპით.
კურსების მიზანია:
· ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ბიზნესში დაკავებული იურიდიულ და ფიზიკურ პირებისთვის ექსპერტშემფასებელთა მომზადება;
· გემოლოგიური მეთოდების ათვისება და დანერგვა დაინტერესებულ უწყებებში, ორგანიზაციებში და კერძო მესაკუთრეებს შორის;
· ძვირფასი ლითონები და ძვირფასი ქვების გამოყენებით დამზადებული ნაწარმის შეფასება;
· გემოლოგიის დარგში არსებული ახალი, არასტანდარტული, კონკურენტუნარიანი მეთოდების გაცნობა;
· ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების მსოფლიო საბირჟო, საბითუმო და საცალო ფასების გაცნობა;
კ უ რ ს ი _ “ძვირფასი ლითონები”
|
|
|
|
კ უ რ ს ი _ “ძვირფასქვიანი საიუველირო ნაწარმის შეფასება”
·· თითოეული კურსი მთავრდება ტესტირებით, რომლის დადებითი შეფასების შემთხვევაში მსმენელები მიიღებენ კანონით გათვალისწინებულ შემფასებლის კვალიფიკაციას და შესაბამის მოწმობას;
·· ამ კურსების გავლა აუცილებელია შეფასებითი სამუშაოებით დაკავებული იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის;
·· საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც ლიცენზირებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი განთავისუფლებულია დღგ_სგან;
·· სწავლის ღირებულების გადახდა (როგორც ნაღდი ისევე უნაღდო ანგარიშწორებით) წარმოებს სტუ_ს ბუღალტერიაში;
·· მსმენელმა უნდა ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილში. შესაბამისი კვალიფიკაციის მისანიჭებლად მან უნდა შეასრულოს თეორიული ნაწილის ტესტური საკითხების 80%, ხოლო პრაქტიკული ნაწილის 100%;
·· პირველი საკვალიფიკაციო გამოცდის უარყოფითი ქულების შემთხვევაში მსმენელს უფლება ეძლევა გავიდეს ხელმეორედ გამოცდაზე ანაზღაურების გარეშე, ორი კვირის განმავლობაში. ყოველი შემდეგი გასვლა გამოცდაზე ფასიანია და შეადგენს გადასახადის 10%_ს;
ტიხრული მინანქრისა და საიუველირო ხელოვნების სტუდია

თეორიული კურსი
_ ტიხრული მინანქრისა და საიუველირო ხელოვნების ისტორია;
_ მინანქრის მიღების ტექნოლოგია, ძვირფასი ლითონები და მათი შენადნობები;
_ სინჯები და დამღები;
_ საიუველირო ქვები და მათი დამუშავების ფორმები.
პრაქტიკული კურსი
![]() |
![]() |
I _ ძვირფასი ლითონების შენადნობების მიღება;
II _ საიუველირო ნაკეთობების დამზადების ტექნიკა და ტექნოლოგიები;
III _ ტიხრების დამზადება;
IV _ მინანქრის ფერის შერჩევა;
V _ მინანქრის დატანა ლითონის ზედაპირზე და გამოწვა;
VI _ საიუველირო ქვების დამუშავება.
ტიხრული მინანქრის და საიუველირო ხელოვნების
სტუდია მოიცავს შემდეგ სპეციალობებს

_ საიუველირო ხელოვნების ისტორია _ ხანგრძლივობა 1-2თვე;
_ მომინანქრება (ტიხრული, ჭრილური, ფერწერული) – ხანგრძლივობა 3-6თვე;
_ საიუველირო საქმე _ ხანგრძლივობა 3-6თვე;
_ საიუველირო ქვების დამუშავება _ ხანგრძლივობა 2-3თვე;
მსმენელებს შეუძლიათ სურვილისამებრ აირჩიონ მხოლოდ ერთი ან რამდენიმე სპეციალობა ერთად, რომელთა დამთავრების და სპეციალური კომისიის დადებითი შეფასების შემთხვევაში მიენიჭებათ ოსტატის კვალიფიკაცია: ტიხრული მინანქრის, საიუველირო საქმის, ან ორივესი ერთად.