ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისათვის სასტიპენდიო პროგრამებს აცხადებს.
სასტიპენდიო პროგრამები განკუთვნილია საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის, ინგლისურ და ჩეხურ ენებზე სწავლებისათვის შემდეგი მიმართულებებით:
· მშენებლობა;
· ფინანსები და ეკონომიკა;
· აგრარული მიმართულება;
· მათემატიკა და სტატისტიკა;
· ენერგეტიკა;
· გარემოს დაცვა;
· IT-ტექნოლოგიები.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამებისა და განაცხადის წარდგენის შესახებ იხილეთ ბმულზე: http://www.msmt.ez/eu-and-international-affairs/government-scholarships-developing-countries-2