“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გიორგი ნიკოლაძის უნიკალური გამოგონების აღადგენამ, შესაძლებელია, საქართველოში ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ისტორია შეცვალოს“- რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე

“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გიორგი ნიკოლაძის უნიკალური გამოგონების აღადგენამ, შესაძლებელია, საქართველოში ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ისტორია შეცვალოს“- რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე

28-06-2023


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისმეცნიერებმა გიორგი ნიკოლაძის უნიკალური გამოგონება- „პირდაპირი გამრავლების და გაყოფის ელექტრულიარითმომეტრი“, რომელმაც, ფაქტიურად, საქართველოშიინფორმატიკისა და გამოთვილითი ტექნიკას დაუდოსათავე, აღადგინეს. 

გიორგი ნიკოლაძის გამოგონების ზუსტი ასლისაღდგენაზე სტუდენტების ჩართულობით, ინფორმატიკისადა მართვის სისტემების ფაკულტეტის ოთხმა მეცნიერმაიმუშავა. ჯგუფმა მოიძია ყველა ნახაზი, დოკუმენტი, რომელიც გამოგონების ზუსტი ასლის ასაწყობად იყოსაჭირო. კვლევის შედეგად, დადასტურებულია ცნობილიფაქტი, რომ გიორგი ნიკოლაძემ 1927 წლის ბოლოსპარიზის მეცნიერებათა აკადემიას გადასცა თავისიგამოგონების აღწერილობა, რომლითაც მორის დოკანიდაინტერესდა. დოკანმა, აკადემიის 1928 წლის 16 იანვრისსხდომას გააცნო გიორგის ნიკოლაძის გამოთვლითიმანქანის აღწერილობა და თან დასძინა, რომ ესგამოგონება დააჩქარებდა ოპერაციათა წარმოებას. გიორგი ნიკოლაძემ არაერთი ევროპული და ამერიკულიფირმისგან მიიღო  წინადადება, მისი გამოგონებისფართო მასშტაბით გამოყენების თაობაზე. დადსტურებული ფაქტია, რომ ნიკოლაძემ მათ უარიუთხრა,  რადგან სურდა მოწყობილობაზე მუშაობაგაეგრძელებინა საქართველოში. სამშობლოშიდაბრუნების შემდეგ გიორგი ნიკოლაძემ მართლაც ააგოგამოთვილითი მანქანის, არითმომეტრის მოდელი. 

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისრექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, „პირდაპირი გამრავლების და გაყოფის ელექტრულიარითმომეტრის“ აღდგენის უნიკალურობა იმაშიმდგომარეობს, რომ გიორგი ნიკოლაძის გარდაცვალებისშემდეგ ელექტრონული საანგარიშოს მოდელი მოსკოვისპოლიტექნიკური მუზეუმში იყო გამოფენილი ერთ-ერთექსპოზიციაზე. გასული საუკუნის 30-იან წლებში კიდაიკარგა მისი აღწერილობაც და მოდელიც. ამგამოგონების არსზე წარმოდგენას გვიქმნისპარიზისეული აღწერილობა. სწორედ ამ აღწერილობისმიხედვით აღადგინეს ტექნიკური უნივერსიტეტისმეცნიერებმა და სტუდენტებმა გიორგი ნიკოლაძისუნიკალური გამოგონება.

რექტორის განცხადებით, გიორგი ნიკოლაძისგამოგონების აღდგენამ, სათანადო, დამადასრურებელიდოკუმენტაციის მოძიებამ, რაც განხორციელდასაქართველოს ტექნიკურ უნვიერსიტეტში, შესაძლებელიაშეცვალოს ქართული კომპიუტერული ინჟინერიისისტორია. 

„გიორგი ნიკოლაძემ მოწყობილობა საფრანგეთში, 1928 წელს დააპატენტა. არსებობს შესბამისი ცნობები იმისშესახებ, რომ გიორგი ნიკოლაძემ თავისი არითმომეტრისმოქმედი მაკეტი თბილისში ყოფნის პერიოდში ააგო. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისმიერ ჩატარებული კვლევა გვიჩვენებს, ეს შეიძლებოდამომხდარიყო 1929–1930 წლებში, რადგან 2031 წლისგაზაფხულზე გიორგი ნიკოლაძე გარდაიცვალა. ცალკეაღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის უკვე დაფუძვნებულიიყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სადაცგიორგი ნიკოლაძე იყო კათედრის გამგე. ასევე, არსებობსცნობები, რომ გიორგი ნიკოლაძის მანქანის მოქმედიმაკეტი გამოფენილი იყო მოსკოვის პოლიტექნიკურმუზეუმში, სადაც მისი კვალი 1936 წლიდან ქრება. დღემდე მისი ბედი უცნობია. კომპიუტერულიტექნოლოგიების განვითარების დღევანდელიგადასახადიდან გიორგი ნიკოლაძის არითმომეტრი იმდროისათვის გარღვევა იყო გამოთვლით ტექნიკაში, რამდენადაც იყო პირველი ელექტრული არითმომეტრიდა იმავდროულად გამრავლების და გაყოფის ოპერაციებისრულდებოდა პირდაპირ. პირდაპირი გამრავლებისგანმარტებისათვის ვიტყვით, რომ დღევანდელიკომპიუტერი გამრავლების ოპერაციას ასრულებსსამრავლის მრავალჯერადი შეკრების გზით, რაც ბევრადმეტ დროს მოითხოვს. ამდენად, პირდაპირი გამრავლებისიდეა დღესაც აქტუალურ საკითხად რჩება. ხაზგასმითმინდა აღვნიშნო, რომ აღდგენილი მოწყობილობადედანის ზუსტი ასლია, რისთვისაც მადლობა მინდაგადავუხადო ინფორმატიკისა და მართვის სისტემებისფაკულტეტს, ჩემს კოლეგებსა და სტუდენტებს.“, - აცხადებს სტუ-ის რექტორი. 

გიორგი ნიკოლაძის „პირდაპირი გამრავლების დაგაყოფის ელექტრული არითმომეტრის“ ზუსტი ასლისპრეზენტაცია ინფორმატიკისა და მართვის სისტემებისფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ჩატარდა. ამავე ღონისძიბაზე ფაკულტეტმა, მოწყობილობის აღდგენაში შეტანილი წვილისათვისრექტორს მოწყობილობის პირველი ეგზემპლარი გადასცა. დღეს გიორგი ნიკოლაძის უნიკალური გამოგონება სტუ-ისადმინისტრაციის კორპუსშია გამოფენილი.


სიახლეებში დაბრუნება