სტუ
26/03/2024

ჩაბარებისპირობები სტუ - ს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ქართულენოვან და რუსულენოვან საბაკალავროპროგრამებზე: არქიტექტურა“ , საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამა: „მოდის დიზაინის ტექნოლოგიები“

საბაკალავრო პროგრამებზე მიიღებიან აბიტურიენტები, რომელთაც აქვთ საშუალო ან საშუალო პროფესიული განათლება.

ჩვენი პროგრამების არჩევის შემთხვევაში ერთიანი ეროვნული გამოცდებამდე აბიტურიენტებმა აუცილებლად უნდა გაიარონ გასაუბრება საფაკულტეტო კომისიასთან. გასაუბრებაზე უნდა წარმოადგინონ ნამუშევრები ნახატები და ნახაზები (შავ - თეთრ გრაფიკაში შესრულებული ა3 ფორმატზე 5 ნახატი და 5 ნახაზი)

საბაკალავრო პროგრამის: “მოდის დიზაინის ტექნოლოგიები” არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტებმა გასაუბრებაზე უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ნახატები.

მოთხოვნები ნამუშევრების წარმოდგენის შესახებ დეტალურად აღწერილია მიმაგრებულ ფაილში.

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ პირობებს!


გასაუბრება ჩატარდება 2024 წლის 3 ივნისიდან - 21 ივნისის ჩათვლით 11 საათიდან - 17 საათამდე ყოველდღე (კვირის გარდა)

.აბიტურიენტებმა წინასწარ ელექტრონულად უნდა გაიარონ რეგისტრაცია 2024 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით. ლინკი დაიდება მოგვიანებით.

მისამართი: ქ. თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა 68, სტუ-ს I კორპუსი, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი 402 -ა აუდიტორია (მე-4 სართული ).

დამტებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოიწეროთ შემდეგ მეილზე: arch@gtu.ge


სიახლეებში დაბრუნება