სტუ

საქართველოში, 1922 წლის 16 იანვარს,   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლიტექნიკური ფაკულტეტის სამშენებლო განყოფილებაზე უმაღლეს არქიტექტურულ განათლებას საფუძველი ჩაეყარა.  ფაკულტეტის პირველი დეკანი პროფესორი ალექსანდრე დიდებულიძე იყო. 

 1924 წელს სამშენებლო განყოფილების არქიტექტურის სპეციალობას "სახუროთმოძღვრებო" ეწოდა. 1928 – 1930 წლებში კი, სამოქალაქო ხუროთმოძღვრებაის, 1930 – 1933 წლებში – სამოქალაქო მშენებლობისა და დაპროექტების, 1933 – 1969 წლებში – არქიტეტურის, 1969 წელს სამშენებლო ფაკულტეტის არქიტექტურის სპეციალობის ბაზაზე არქიტეტურის ფაკულტეტი შეიქმნა, ხოლო 1991 წელს  - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ინსტიტუტი.

პირველი ქართული უმაღლესი არქიტექტურული განათლების დიპლომის მფლობელები გახდნენ მომავალში საქვეყნოდ ცნობილი არქიტექტორები: არჩილ ქურდიანი და ქეთევან სოკოლოვა – ქურდიანისა, რომლებმაც 1928 წელს დაამთავრეს პოლიტექნიკური ფაკულტეტი.

1969 წელს შექმნილი არქიტექტურის ფაკულტეტის პირველი დეკანი იყო აკ. ბერიშვილი, არქიტექტურის კანდიდატი, დოცენტი (1969 – 1972 წწ.); 1972-74 წწ. - ნ. მგალობლიშვილი, არქიტექტურის კანდიდატი, პროფესორი, 1974 – 75 წლებში – დ. ჩიჩუა, არქიტექტურის დოქტორი, პროფესორი, 1975-78 წლებში – მ. ლორთქიფანიძე, არქიტექტურის კანდიდატი, პროფესორი, 1978 – 83 წლებში – გ. სალუქვაძე, არქიტექტურის დოქტორი, პროფესორი, 1983 – 87 წწ. – კ. ამირეჯიბი, არქიტექტურის კანდიდატი, პროფესორი, 1987-89 წწ. – ნ. შავიშვილი, არქიტექტურის დოქტორი, პროფესორი, 1989 – 91 წწ. – გ. მიქიაშვილი, არქიტექტურის დოქტორი, პროფესორი. 

1991 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი გადაკეთდა ტექნიკურ უნივერსიტეტად, ხოლო მის შემადგენლობაში მყოფი არქიტეტურის ინსტიტუტი, რომლის დირექტორი 1991 – 2005 წლებში  არქიტეტურის დოქტორი, პროფესორი გიორგი სალუქვაძე იყო.  

2005 წელს არქიტექტურის ინსტიტუტი, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტად გადაკეთდა,  დეკანად  კი, პროფესორი გოჩა მიქიაშვილი აირჩიეს, რომელიც 2017 წლამდე ფაკულტეტს ხელმძღვანელობდა. 

2017 წლიდან ფაკულტეტის დეკანად  არქიტექტურის დოქტორი, პროფესორი ნინო იმნაძე აირჩიეს. 

2009 წლიდან ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ორი სასწავლო აკადემიური დეპარტამენტი, რომლებშიც გაერთიანებულია სხვადასხვა მიმართულებები:

არქიტექტურის საფუძვლების, თეორიისა და სახვითი ხელოვნების დეპარტამენტი – ხელმძღვანელი არქიტექტურის დოქტორი, პროფესორი მარინა მაისურაძე. ამ დეპარტამენტში გაერთიანებულია შემდეგი მიმართულებები: არქიტექტურული დაგეგმარების საფუძვლების; არქიტექტურის და ქალაქთმშენებლობის ისტორიის და თეორიის; სახვითი ხელოვნების. 

არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე სწავლების სხვადასხვა საფეხურზე ხორციელდება შვიდი საგანმანათლებლო პროგრამა: საბაკალავრო პროგრამა "არქიტექტურა", რუსულენოვანი საბაკალავრო პროგრამა "არქიტექტურა" და საბაკალავრო პროგრამა "მოდის დიზაინის ტექნოლოგიები", რომელსიც ფაკულტეტზე ხორციელდება 2017 წლიდან. სამაგისტრო საფეხურზე ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამა "არქიტექტურა", სადოქტორო საფეხურზე საგანმანათლებლო პროგრამები "არქიტექტურა" და "არქიტექტურათმცოდნეობა".


ფაკულტეტის ისტორია