STU Logo Faculty Logo Poetics Logo

ქარ | ENG


სტუდია სახელოსნო ”არქიტექტურის პოეტიკა” წარმოადგენს არქიტექტურის გააზრების და სწავლების ალტერნატიულ და ორიგინალურ მეთოდს, რომელიც შექმნა პროფ. შოთა ბოსტანაშვილმა 1990 წელს სტუ არქიტექტურის ფაკულტეტზე.

საგანი არქიტექტურის პოეტიკა მოიცავს სალექციო კურსს, სადაც არქიტექტურა განხილულია კულტუროლოგიურ პრობლემათა ველში. არქიტექტურის პოეტიკა ეძებს საინტერესოს არქიტექტურისა და კულტურის სხვა ფენომენების საზღვრებზე: თეატრი, მხატვრობა, პოეზია, ლიტერატურა, ენის ფილოსოფია, მითოლოგია; სალექციო კურსის ფარგლებში დაისმის რამდენიმე მთავარი შეკითხვა: რა მნიშვნელობებს წარმოშობს არქიტექტურა კულტურის კონტექსტში და რას ნიშნავს ინდივიდისთვის არქიტექტურა, როგორც საკუთარი თავის შემოქმედებითი გამოხატვა.

სტუდია არქიტექტურის პოეტიკა თავისუფლების ის სივრცეა სადაც სტუდენტი თამაშის ენით შედის დიალოგში კულტურასთან და ქმნის საკუთარს - ახალს - თამაშის ფორმით.

ლექციას თან ახლავს პრაქტიკული ნაწილი, რომლის დროსაც სტუდენტი გაიაზრებს დასმულ კულტუროლოგიურ პრობლემას და წარმოადგენს საკუთარ რეფლექსიას გრაფიკული სახით - სურათად.

ვებ გვერდზე შეძლებთ გაეცნოთ სტუდიის ნამუშევრებს რომლებიც 30 წელს ითვლიან. აქვე გაეცნობით პოეტიკის მანიფესტს, სტუდიის შემქმნელის ბიოგრაფიას და შემოქმედებით პრაქტიკას, საიდანაც იღებს სათავეს სტუდიის ფილოსოფია.

სტუდია არქიტექტურის პოეტიკა საკუთარი მეთოდით აქტიურად იჭრება არქიტექტურული გეგმარების კურსში. ვებ გვერდზე წარმოდგენილია სტუდიის ხელმძძღვანელობით შესრულებული სტუდენტური პროექტები საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე.

სტუდიის ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი დავით ბოსტანაშვილი. წარმოდგენილი ნამუშევრები შესრულებულია შოთა ბოსტანაშვილის და დავით ბოსტანაშვილის ხელმძღვანელობით