Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრში მიმდინარე წელს რიგით მეთვრამეტე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ჩატარდება ორშაბათს, 15 აპრილს, 14:00 საათზე.
საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდება სტუ-ს გიორგი ნიკოლაძის სახელობის დარბაზში,
ერაზმუსის სტუდენტთა ქსელის (ESN) წარმომადგენლებთან ერთად.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, გაეცნონ Erasmus+ გაცვლით პროგრამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის
Erasmus+ ვებგვერდზე.
დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ, ასევე, კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით.