სტუ
11/04/2024

11 აპრილს, რუსთავში, სტუ-მ აბიტურიენტებთან შესახვედრად გასვლითი ღონისძიება გამართა. შეხვედრა სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და ქ. რუსთავის მერიისა და რესურსცენტრის ხელშეწყობით ჩატარდა.

ღონისძიებაში ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სანახაობრივ ქიმიურ ცდებში, რომლებიც ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა და ექსპერიმენტორიუმის თანამშრომელმა გიორგი კოტორაშვილმა სპეციალურად აბიტურიენტებისთვის მოამზადა და ჩაატარა.

მოსწავლეების შეკითხვებს სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლიანა თარგამაძემ.


სიახლეებში დაბრუნება